მერკელ–შტაინმაიერის პოლიტიკა უკრაინაში: იმედის სხივი, თუ წარუმატებლობისთვის განწირული დიპლომატია?

ნინო კალანდაძე

 

უკრაინის კრიზისი მწვავდება და იზრდება მსოფლიო მოლოდინიც, თუ რა სახის, სიმკაცრისა, თუ ტონალობის რეაქცია ექნებათ მსოფლიო ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ უკრაინასა და, კერძოდ, ყირიმში. ეს მოლოდინი განსაკუთრებით დიდია იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის უშუალო სამეზობლო გარემოცვას წარმოადგენენ. მსოფლიო საზოგადოება მოუთმენლად ელის დასავლეთის გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა იგი პუტინს უფლებასა და შესაძლებლობას ამ ჯერზეც „წარმატებით“ მოახდინოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, განახორციელოს სხვისი ტერიტორიის ანექსია და ამით საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებას, თუ საერთაშორისო თანამეგობრობას შესწევს რეალური უნარი, აღკვეთოს რუსეთის აგრესია და პრეცედენტულად დაუწესოს მის მოქმედების არეალს საზღვრები. 

8-03-2014, 16:53 | მსოფლიო | ნანახია - 2493

დაპირისპირება აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში

დავით ლაცუზბაია

 

მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

დაპირისპირება აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაშიაფხაზეთში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, აფსუებისა და ქართველების ერთმანეთთან ურთიერთობის ყურება ძირითადად რუსული ჭუჭრუტანიდან გვიწევს.

 

დღეს აფხაზეთში შიდა დაპირისპირებების ახალი ფაზაა. ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება, მოკლედ გადავხედოთ ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე პროცესებს, თუ როგორი პოლიტიკური სტრუქტურაა ჩამოყალიბებული სოხუმში და რა ტენდენციების მატარებელია ის.

8-03-2014, 16:14 | პოლიტიკა | ნანახია - 2413

ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე

ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდეემილ ავდალიანი

 

მრავალჯერ დასმულა კითხვა,  სადამდე უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. არის ეს მოლდოვა და უკრაინა, თუ სამხრეთ კავკასია თბილისით, ერევნითა და ბაქოთი? ამ სტატიაში რამდენიმე ისტორიული მაგალითის განხილვით, ვაჩვენებ, რომ ევროპის დღევანდელ გაფართოებას წარსულში მრავალი პარალელი მოეძებნება, იქნება ეს ნაპოლეონი XIX საუკუნეში თუ ჰიტლერი 1940-იან წლებში და რომ ევროპის საზღვარი არა მინსკში, კიევსა და ბაქოში, არამედ წყნარი ოკეანის ნაპირებზე, ვლადივოსტოკში და რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე - მდინარე ამურზე - უნდა გადიოდეს.

8-03-2014, 11:45 | მსოფლიო | ნანახია - 1812

„ზასტოის თაობა“

„ზასტოის თაობა“მარიამ მათიაშვილი

 

საბჭოთა სისტემას ყოველთვის ნაკლებ დანაშაულად მიიჩნევენ, ვიდრე ფაშიზმს და მას დიდწილად ტერორის და გულაგის გამო აკრიტიკებენ. ეს დანაშაულებები სტალინის მმართველობის ოცწლიან პერიოდში ლოკალიზდება, რომლის შემდეგაც სისტემა თითქოს შემსუბუქდა, თუმცა, თუკი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბრეჟნევის „ზასტოის“ ხანას არანაკლები დანაშაული უკავშირდება, თუ უფრო მძიმე არა. 

8-03-2014, 09:45 | კომენტარები | ნანახია - 1534
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია