შინისაკენ

ნიკა რურუა

შინისაკენ 

ამას წინათ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ “წითელ ხიდთან, ანუ საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვართან   ცოცხალი კურდღლებით გაფორმებული პერფორმანსი გამართა, რომელშიც სხვებთან ერთად მეც მწამებდნენ ცილს, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს საქართველოდან წავედი. სიმართლე პირიქითაა - მე აგვისტოს ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომისწრო და, ბუნებრივია, ამ ამბის გაგონებისთანავე საქართველოსკენ გამოვეშურე. მე  მახლდა  ჩემი მეგობარი და მაშინდელი პარლამენტარი ნინო კალანდაძეც, ვინც ეს შფოთიანი დაბრუნება ჩემთან ერთად გაიზიარა. 2009 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მომმართა თხოვნით, რომ ომის ჩემეული შთაბეჭდილებები მომავალი თაობებისთვის ხელნაწერი ფორმით შეგვექმნა და შეგვენახა. ამ თხოვნის პასუხად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩემი ამერიკიდან დაბრუნების ამბავი მოვუყევი. ორიგინალი, როგორც აღვნიშნე, ხელნაწერის ფორმატშია და ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზემოთხსენებულ ცილისწამების პასუხად კი მსურს “ივერიის” მკითველს ჩემი ნაწერი გავუზიარო, ოღონდ, ცნობილ მიზეზთა გამო, ამჯერად ბეჭდვით ფორმატში.

11-03-2014, 19:11 | კომენტარები | ნანახია - 4782
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია