გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"

გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"

15-03-2014, 16:40 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1956

დავეხმაროთ ,,სოხუმს“-0 901 900 910 .

საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო კლუბი ,,სოხუმი“ დაშლის პირასაა. გასულ შაბათს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაზე გუნდის კალათბურთელებმა პროტესტის ნიშნად საჯაროდ უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე  იმის გამო, რომ მათ 6 თვეა არ უხდიან ხელფასებს და ყოველგვარი რესურსი აქვთ ამოწურული გააგრძელონ ჩემპიონატი. 

15-03-2014, 16:35 | ... | ნანახია - 705

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“კოტე გვასალია

 

არ მახსოვს ისე მოვხვედრილიყავით ქართველები რუსულ კამპანიაში, რომ არ ეთხოვათ: скажите пожалуйста грузинский тост. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, რადგან გულწრფელობა პასუხად იმის ახსნას მოითხოვდა, რომ სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ქართული სადღეგრძელო. არსებობს ქართული სუფრა, ანუ ღვინის სმის ქართული ტრადიცია. ეზოთერიკისადმი ინტერესი, ისევე როგორც ხანგრძლივი ცხოვრება ევროპაში, მაძლევს ორი დასკვნის საფუძველს: ერთი, რომ ქართულ სუფრასთან დაკავშირებით საქმე, შესაძლოა, ღვინით მედიტაციის უძველეს წესთან გვაქვს, მეორეც ის, რომ ღვინის სმის მსგავს ტრადიციას ევროპაში ვერსად ნახავთ. ამ კულტურასთან გასაცნობად აუცილებელია, პირველ რიგში, იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის ვენახი. ქართულ მეღვინეობაზე გადაღებულ ფილმში შვეიცარიელი რეჟისორი მაყურებელს ატყობინებს, რომ ადრე ქართველი გლეხები, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული მისალმებისა - „როგორ ხარ?“ შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ - „რას შვება შენი ვენახი?“

15-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2848

ბიჭო, იქნებ, პაპა იყო შენი?

(წერილი რუსეთუმეებს)

 

პაატა ჩიქოვანი

 

ძვირფასო მკითხველო! მოგახსენებთ, რატომ ავირჩიე ეს სათაური ჩემი წერილისთვის. რუსეთ-საქართველოს 200-წლიანი ომის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტებები ამ პერიოდში მოღვაწე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს ზუსტად აქვთ განსაზღვრულ-ჩამოთვლილ-წარმოჩინებული. მიუხედავად ამისა, მაინც არიან დღეს ადამიანები, რომლებიც უგულვებელყოფენ ისტორიულ სინამდვილეს, არას დაგიდევენ ფაქტებს, იმეორებენ ი. ბ. სტალინისა და სხვა საბჭოთა იდეოლოგების მიერ შეთხზულ ზღაპრებს რუსი და ქართველი ხალხის ძმობისა და მეგობრობის შესახებ. რადგან მათ გონებაში საღი აზრის შეღწევა, როგორც ჩანს, შეუძლებელია, მინდა მათ წერილით მივმართო და ერთი ხერხი ვცადო (ხერხს მიმიხვდებით). კონკრეტული გვარების დასახელებას მოვერიდები და კრებით სახელს გამოვიყენებ, რომელიც მათ წმიდა ილია მართალმა შეარქვა (ხო, მართლა, ზოგიერთ ღვთისმსახურს შევახსენებ: წმიდა ილია მართალმა) – რუსეთუმეები! ზოგიერთ ისტორიულ ფაქტს მოვყვები და მათ საფუძველზე კითხვებს დავსვამ.

15-03-2014, 14:54 | ბლოგები | ნანახია - 4006
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია