1991 წლის 31 მარტი - რეფერენდუმი დამოუკიდებლობისთვის


1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა  საქართველოს დამოუკიდებლობას. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

1991 წლის, 31 მარტის რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო: ”გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

 

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3. 334. 236 მოქალაქემ, რაც  ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 79 პროცენტს შეადგენდა.

31-03-2014, 17:24 | კომენტარები | ნანახია - 3272

ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრსნათია მეგრელიშვილი

 

 

მან თქვა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, იგნორი გავუკეთოთ იმ ისტერიას, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს...“

 

მართალია პრემიერი, ყველანაირი ისტერია უნდა იქნას იგნორირებული და ქვეყანაც უცებ დალაგდება.

 

ასე რომ, საპარლამენტო უმცირესობას მოვუწოდებ, დაუჯერონ პრემიერს და უმრავლესობის ზიზღით გაჟღენთილ ისტერიას, რომელსაც მთავარსარდლობენ ამხანაგი კობახიძე და ქანთარია, იგნორი გაუკეთონ.

31-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2587
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია