ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდან

ნიკა რურუა

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანორიოდ დღის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადილემ ა. მარგიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა მონაწილეობას აღარ მიიღებს ვენეციის მომდევნო ბიენალეზე. ეს გადაწყვეტილება იყო ახსნილი ლოჯისტიკური შეუთანხმებლობით საგამოფენო სივრცის შესახებ მასპინძელ, ანუ იტალიის მხარესთან.

 

ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ასეთი რეაქციაც კი ჰქონდეს ამ სიახლეზე: მერე რა, თუ რაღაც ბიენალეზე არ მიდის საქართველო, ისედაც გვიჭირს ამდენ ხალხს და ა.შ და ა.შ.

20-03-2014, 20:36 | კულტურა | ნანახია - 5857

გზა ტაძრის საწინააღმდეგო მიმართულებით

კოტე გვასალია

 გზა ტაძრის საწინააღმდეგო მიმართულებით

მახსოვს, 12 წლის ასაკში, კინოთეატრ „გაზაფხულთან“, ქუჩის კუთხეში ორმა ახალგაზრდა რუსმა სამხედრომ გამაჩერა: ხომ ვერ დაგვეხმარები ძმაო (ბრატან) ? – დავიბენი – რით უნდა დაგეხმაროთ-თქო – ნუ, 10 კაპიკი, 20, 30. რამდენიც შეგიძლია... მოგვიანებით სტუდენტობისას ძალიან მინდოდა მეზღვაურების ზოლებიანი მაისურის შეძენა, მაგრამ ჩვენთან საბჭოთა პერიოდში რას იშოვიდი. ჯგუფელმა მირჩია: ერთადერთი ვარიანტია, სხვის ნაქონს თუ არ იუკადრისებ, დადექი სადგურთან, სადაც ბევრი სამხედროები ტრიალებენ, შეარჩიე შედარებით ახალი მაისური, მიეცი ჯარისკაცს 5 მანეთი და იქვე გაიძრობსო. გამიკვირდა – კი მაგრამ მერე უფროსობას რას ეტყვის მეთქი. ჯგუფელებს გაეცინათ – გეტყობა, ჯარში არ ხან ნამყოფი, ცოტა მეტსაც თუ შესთავაზებ, შეიძლება, სულ შიშველი წავიდეს, ნაწილში მოიფიქრებს, რა თქვას და თუ არ გაუვიდა, სასჯელსაც აიტანსო.

20-03-2014, 17:06 | კომენტარები | ნანახია - 2691

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans 29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგიაგიგი კუბლაშვილი

 

ჯაზის ერთერთი ვეტერანი, ტუჩის ჰარმონიკისა და გიტარის, ასევე მხატვრული სტვენის ვირტუოზი. ბელგიის ყველაზე ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ჯაზში ტუჩის ჰარმონიკა და მხატვრული სტვენა.

20-03-2014, 14:46 | კულტურა | ნანახია - 1794

საუბარი პროფესიონალთან

“საუბარი პროფესიონალთან” – iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა კუდავა ესაუბრება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკან გიგა ბედინეიშვილს.

 

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის შესაძლო სანქციების დაწესების კონკრეტულ ზომებზე და მათ ეფექტურობაზე - ვაჭრობა, ენერგეტიკა, ფინანსური სფერო, დიპლომატია, ინვესტიციები და სხვა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სიურპრიზებიც გყვარებიათ. . .

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სიურპრიზებიც გყვარებიათ. . .ნათია მეგრელიშვილი

 

„მოქალაქის აქტიურობაზე არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი,“ - ივანიშვილი.

და მეც, როგორც მოქალაქე, უმალ გავაქტიურდი.

 

„საქართველოს უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს,“ - ამას განუწყვეტლივ იმეორებდა „ქართული ოცნება“, ვინაიდან ეს იყო ყოფილი პრემიერის პოზიცია.   ოოოოო, როგორც ჩანს, დღეიდან სიტუაცია შეიცვლება და „ქართული ოცნებაც“ და მათი მხარდამჭერი რაინდებიც ნელა-ნელა შემოგვაპარებენ საყვედურებს თქვენზე. მაგრამ ეს ამჟამად ცოტა გაუჭირდებათ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც არჩევნებამდე გააჩაღეს.

19-03-2014, 12:47 | კომენტარები | ნანახია - 3404

ზურა ოდილავაძე: საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა: “ბოროტების იმპერიის” კლანჭებიდან თავის დაღწევა

“არსებული მდგომარეობა გვკარნახობს, აღვიქვათ რუსეთი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი!”

 

 “პრემიერის” კითხვებს მწერალმა ზურა ოდილავაძემ უპასუხა:

 

- ზურა, მოგესალმები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით იგრძნობა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება. თითქოს გადავაგორეთ 90-იანი წლები, არც “ვარდების” პერიოდი იყო, ამ მხრივ, ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იგრძნობა აგრესია. რეალურად რას ეფუძნება პროცესი, რამდენად არის დაპირისპირება ღირებულებითი, თუ ამას სხვა პროცესები და გარემოებები განაპირობებს?

18-03-2014, 15:16 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 2367

ყირიმის “ანშლუსი”, რუსეთის “მოკავშირეები” და ჩვენი ამოცანები

ყირიმის “ანშლუსი”, რუსეთის “მოკავშირეები” და ჩვენი ამოცანებიგრიგოლ ვაშაძე

 

     XX საუკუნე რეალურად 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო, მაშინ, როდესაც ავსტრო-უნგრეთის არმიამ სერბეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და დასაბამი მისცა I მსოფლიო ომს. ზუსტად ასევე, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ ნათელი წარმოდგენა მოგვცა იმაზე, როგორი იქნება XXI საუკუნე. ყირიმის რუსული ოკუპაცია ამას მხოლოდ ადასტურებს.

 

     ბუნებრივია, რომ საქართველოს ყველა ჯანსაღ გონებაზე მყოფი მოქალაქე განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საერთაშორისო სამართლის ბედი წყდება. შერჩება ყირიმის ანშლუსი რუსეთს, ისევე როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია შერჩა? მაშინ მოგვიწევს ცხოვრება რუსული ზონის “გაგებებზე” დაფუძნებულ სამყაროში, რომელიც ჩვენ კი არა, რუსეთუმეებს არ მოეწონებათ.

17-03-2014, 18:31 | მსოფლიო | ნანახია - 7993

მაპატიეთ, მაგრამ...

ზვიად აძინბაია

 

სტუდენტთა ასოციაცია კრეატივის პრეზიდენტი

 

ნებისმიერი ქართველი, იცის თუ არა მან ქვეყნის ისტორია, მონაკოსა თუ ციურიხის პირველად ნახვის შემდეგ უნებლიეთ წამოიძახებს  - ჩვენ მათ ჩამოვრჩებით.

 

დიახ, ჩამოვრჩებით და ზუსტად ორასით - ორასი კილომეტრ საათით, როცა მათ ჩაგვიქროლეს ჩვენ, ოცდაჩვიდმეტნახევარ კილომეტრ საათის სიჩქარით ,,მფრინავთ’’, მართლაც რომ მფრინავთ.

17-03-2014, 17:42 | ბლოგები | ნანახია - 1813

დაუბეგრავი მინიმუმი: რეალური შეღავათი თუ კორუფციის საფრთხე?

ელენე კვანჭილაშვილი დაუბეგრავი მინიმუმი: რეალური შეღავათი თუ კორუფციის საფრთხე?

 

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების შევსება დაიწყება. დაუბეგრავი მინიმუმი მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებაა. ინიციატივის მომხრეები - დანაპირების შესრულებაზე, სკეპტიკოსები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მაღალი რისკების მიუხედავად, მთავრობა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების მძევალია.

 

ინიციატივის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულს, რომლის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს არ აღემატება, შეუძლია თავისი ხელფასის მცირე ნაწილი უკან დაიბრუნოს: დაუბეგრავი მინიმუმი 150 ლარის ოდენობით განისაზღვრა ანუ გამოდის, რომ წლის ბოლოს ასეთი მოქალაქე 360 ლარს მიიღებს.

17-03-2014, 16:07 | ეკონომიკა | ნანახია - 2958

გამარჯვებულის დამარცხება

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“თავმჯდომარე

 

გამარჯვებულის დამარცხება

 

1993 წლის 15-16 მარტის სოხუმის მოვლენების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. სრულიად უდავოა, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში სოხუმის დაცვის ეს ეპიზოდი მნიშვნელოვან ფურცელს ჩაწერს, როგორც მეომრული სულის ზეობის, თანამედროვე ომში გამოუცდელი ქართველი ჯარისკაცის, ქალაქის მოსახლეობის გმირობისა და თავდადების ბრწყინვალე მაგალითი.

16-03-2014, 14:27 | ბლოგები | ნანახია - 1838

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია