გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"

გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"გრიგოლ ვაშაძე პალიტრა TV-ს გადაცემაში "ემას შოუ"

15-03-2014, 16:40 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1949

დავეხმაროთ ,,სოხუმს“-0 901 900 910 .

საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო კლუბი ,,სოხუმი“ დაშლის პირასაა. გასულ შაბათს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაზე გუნდის კალათბურთელებმა პროტესტის ნიშნად საჯაროდ უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე  იმის გამო, რომ მათ 6 თვეა არ უხდიან ხელფასებს და ყოველგვარი რესურსი აქვთ ამოწურული გააგრძელონ ჩემპიონატი. 

15-03-2014, 16:35 | ... | ნანახია - 701

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“კოტე გვასალია

 

არ მახსოვს ისე მოვხვედრილიყავით ქართველები რუსულ კამპანიაში, რომ არ ეთხოვათ: скажите пожалуйста грузинский тост. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, რადგან გულწრფელობა პასუხად იმის ახსნას მოითხოვდა, რომ სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ქართული სადღეგრძელო. არსებობს ქართული სუფრა, ანუ ღვინის სმის ქართული ტრადიცია. ეზოთერიკისადმი ინტერესი, ისევე როგორც ხანგრძლივი ცხოვრება ევროპაში, მაძლევს ორი დასკვნის საფუძველს: ერთი, რომ ქართულ სუფრასთან დაკავშირებით საქმე, შესაძლოა, ღვინით მედიტაციის უძველეს წესთან გვაქვს, მეორეც ის, რომ ღვინის სმის მსგავს ტრადიციას ევროპაში ვერსად ნახავთ. ამ კულტურასთან გასაცნობად აუცილებელია, პირველ რიგში, იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის ვენახი. ქართულ მეღვინეობაზე გადაღებულ ფილმში შვეიცარიელი რეჟისორი მაყურებელს ატყობინებს, რომ ადრე ქართველი გლეხები, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული მისალმებისა - „როგორ ხარ?“ შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ - „რას შვება შენი ვენახი?“

15-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2828

ბიჭო, იქნებ, პაპა იყო შენი?

(წერილი რუსეთუმეებს)

 

პაატა ჩიქოვანი

 

ძვირფასო მკითხველო! მოგახსენებთ, რატომ ავირჩიე ეს სათაური ჩემი წერილისთვის. რუსეთ-საქართველოს 200-წლიანი ომის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტებები ამ პერიოდში მოღვაწე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს ზუსტად აქვთ განსაზღვრულ-ჩამოთვლილ-წარმოჩინებული. მიუხედავად ამისა, მაინც არიან დღეს ადამიანები, რომლებიც უგულვებელყოფენ ისტორიულ სინამდვილეს, არას დაგიდევენ ფაქტებს, იმეორებენ ი. ბ. სტალინისა და სხვა საბჭოთა იდეოლოგების მიერ შეთხზულ ზღაპრებს რუსი და ქართველი ხალხის ძმობისა და მეგობრობის შესახებ. რადგან მათ გონებაში საღი აზრის შეღწევა, როგორც ჩანს, შეუძლებელია, მინდა მათ წერილით მივმართო და ერთი ხერხი ვცადო (ხერხს მიმიხვდებით). კონკრეტული გვარების დასახელებას მოვერიდები და კრებით სახელს გამოვიყენებ, რომელიც მათ წმიდა ილია მართალმა შეარქვა (ხო, მართლა, ზოგიერთ ღვთისმსახურს შევახსენებ: წმიდა ილია მართალმა) – რუსეთუმეები! ზოგიერთ ისტორიულ ფაქტს მოვყვები და მათ საფუძველზე კითხვებს დავსვამ.

15-03-2014, 14:54 | ბლოგები | ნანახია - 3986

ჩემი ხილვა

ზურა ოდილავაძე

 ჩემი ხილვა

   ბოლო დროა, ქართული პუბლიკის არნახული ყურადღება ხილვებმა მიიპყრო. არცაა გასაკვირი – ბოლო ჟამი გვიახლოვდება... ფართო მასებმა დედა პარასკევას ორსურვილიანი სიზმრის შესახებ ის იყო შეიტყვეს და სასწაულთმორწმუნეების მამაცი დივიზიონი იმწამს მცხეთისკენ გაქანდა... ბრძოლაში ბევრი გმირულად დაეცა, თუმცა, ავანგარდმა სამთავროს მონასტრის კედლები მაინც შეანგრია, ბერების საფლავები გადაჯეგა და ტაქსის შახმატებისა თუ ზეთი ,,ოლეინას“ გამარჯვების დროშა მამა გაბრიელის საფლავზე მაინც ააფრიალა! დიდება გმირებს!

14-03-2014, 20:20 | ბლოგები | ნანახია - 1975

რა საფრთხე ელის საქართველოს რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრების დაარსების შემთხვევაში

დოდონა კიზირია

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს სამთავრობო უწყების მიერ: გაუქმდა მოსკოვში ჩასატარებლად დაგეგმილი „ერისიონის“ კონცერტი, ასევე სერგეი ბეზრუკოვის გამოსვლა თბილიში. მაგარამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი თინა ხიდაშელის განცხადება ევროპის საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან მოითხოვა ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესება. სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოყენებული სწორედ ეს წინადადება უარყო საპარლამენტო უმრავლესობამ.

14-03-2014, 14:17 | კომენტარები | ნანახია - 2502

ნიკოლოზ ვაშაკიძე: სურვილი მაქვს, რომ საქართველოში რამდენიმე წლით მაინც მოვიდეს ტექნოკრატიული, ნამდვილი პროფესიონალებისაგან შემდგარი მთავრობა

"ჯი-ეიჩ-ენს" ესაუბრა დიმპლომატი, ივერია-ბიზ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე

- ბ-ნო ნიკოლოზ, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად საქართველოში არსებულმა გულარხეინმა ვთარებამ და გაურკვეველმა მოლოდინებმა - ვინ დამარცხდება - ვინ გაიმარჯვებს, კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ რაოდენ ზერელედ ვუყურებთ სახელმწიფოს ბედს და იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და რატომაღაც ვერ ვგრძნობთ. რა განაპირობებს საზოგადოების ასეთ ზერელე დამოკიდებულებას მოსალოდნელი საფრთხეების მიმართ, იქნებ ის ჯგუფი ამეტებს და აბუქებს ვითარებას, რომელიც ამბობს საფერთხები რეალურიაო?

14-03-2014, 10:38 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1421

საქართველო 2020

ელენე კვანჭილაშვილი

 

საქართველო 2020“ყველაზე საშინელი სიტყვებია:  მე წარმოვადგენ მთავრობას და მოვედი, რათა დაგეხმაროთ”

რონალდ  რეიგანი

(ნაწილი II)

 

მთავრობამ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020 - განსახილველად გამოიტანა. დოკუმენტი მოიცავს სტრატეგიის მიზნებს, განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლებს და წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას. დოკუმენტში არ არის გაწერილი კონკრეტული ვადები, თუ როდის, რომელი წლიდან დაიწყება ყოველი ახალი მიზნის განხორციელება და არც საპროგნოზო მაჩვენებლების დაანგარიშების მეთოდებია განმარტებული. სტრატეგიაში მოყვანილ ციფრებს მხოლოდ იმიტომ უნდა ვენდოთ, რომ ამას მთავრობა გვეუბნება (ამაზე უფრო დეტალურად იხილეთ ნაწილი I).

12-03-2014, 18:35 | ეკონომიკა | ნანახია - 3307

შინისაკენ

ნიკა რურუა

შინისაკენ 

ამას წინათ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ “წითელ ხიდთან, ანუ საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვართან   ცოცხალი კურდღლებით გაფორმებული პერფორმანსი გამართა, რომელშიც სხვებთან ერთად მეც მწამებდნენ ცილს, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს საქართველოდან წავედი. სიმართლე პირიქითაა - მე აგვისტოს ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომისწრო და, ბუნებრივია, ამ ამბის გაგონებისთანავე საქართველოსკენ გამოვეშურე. მე  მახლდა  ჩემი მეგობარი და მაშინდელი პარლამენტარი ნინო კალანდაძეც, ვინც ეს შფოთიანი დაბრუნება ჩემთან ერთად გაიზიარა. 2009 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მომმართა თხოვნით, რომ ომის ჩემეული შთაბეჭდილებები მომავალი თაობებისთვის ხელნაწერი ფორმით შეგვექმნა და შეგვენახა. ამ თხოვნის პასუხად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩემი ამერიკიდან დაბრუნების ამბავი მოვუყევი. ორიგინალი, როგორც აღვნიშნე, ხელნაწერის ფორმატშია და ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზემოთხსენებულ ცილისწამების პასუხად კი მსურს “ივერიის” მკითველს ჩემი ნაწერი გავუზიარო, ოღონდ, ცნობილ მიზეზთა გამო, ამჯერად ბეჭდვით ფორმატში.

11-03-2014, 19:11 | კომენტარები | ნანახია - 4773

სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

ნათია მეგრელიშვილი

 სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

გულწრფელობა დღეს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ მართლა გვახარებს საქართველოს პრეზიდენტის  გამოჩენა ტელეეკრანზე.

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო მიიჩნევს, რომ მისი იშვიათი გამოჩენა მხოლოდ ტელე-სტუდიებში და არა პომპეზურ სასახლეში, მოწმობს მის თავმდაბლობასა და ხალხოსნურ სტილზე, რაც ქმნის ახალ მითს - „ჩვენი პრეზიდენტი არ არის ამბიციური და წინამორბედივით აჟიტირებული“. ეს დიდი შეცდომაა.

10-03-2014, 13:23 | ბლოგები | ნანახია - 2754

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია