განმეორდება თუ არა ყირიმის სცენარი საქართველოში ?

მამუკა გამყრელიძე

   უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსიით და შემდგომი მიერთებით, რაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოებმა მყისიერად “ლეგიტიმურად” აქცია, მსოფლიოს ის მოწყობა, რომელსაც ჩვენ შეჩვეული გახლდით და რომელიც მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობას ინარჩუნებდა ევროპაში, მყისიერად დაინგრა. დასავლეთი და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც თვალის ერთ დახამხამებაში სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, სადაც ერთადერთი წესი მოქმედებს - “წესები არ არსებობს”. ეს სამყარო კი კრემლმა და პუტინმა თავს მოახვია მთელ მსოფლიოს. ბებერმა ევროპამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მსგავსი აღარაფერი  განმეორებულიყო და ამისთვის თითქოსდა ძალიან ეფექტური დამცავი ინსტიტუციები შექმნა. სამწუხაროდ, როგორც ეს მას ტრადიციულად სჩვევია, ახლაც სირაქლემას პოზიციაში ჩადგა და ვერ თუ არ მოისურვა იმ მუქარის დანახვა, რასაც მისთვის რუსეთის კრიმინალური რეჟიმი წარმოადგენდა.

1-04-2014, 15:19 | პოლიტიკა | ნანახია - 3285
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია