პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებ

პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებპეტიცია მიღებულია 2014 წლის 13 აპრილს, საზოგადოებრივი აქციის - „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას“ - მიერ.

 

რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.

 

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით, აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია.

 

პეტიციის ხელმოწერისთვის დააჭირეთ ვრცლად

14-04-2014, 15:16 | ... | ნანახია - 6339

აქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტი

აქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტიაქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტი

14-04-2014, 14:42 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1986

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი 2014 წლის 13 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან, საზოგადოება "ივერიის“ ორგანიზებით,  აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ჩატარდა. 

აქცია მიმართული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ "მეხუთე კოლონის" წინააღმდეგ. 

აქციის დასასრულს, საზოგადეობა "ივერიის" წევრებმა, აქციის მონაწილეებს პეტიცია გააცნეს, რომლითაც საქართველოს მთავრობას აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთა მოთხოვეს - პეტიცია ერთხმად იქნა მიღებული.

14-04-2014, 13:33 | ..., არქივი | ნანახია - 1414

"არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი

"არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი "არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი

14-04-2014, 13:27 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1904
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია