დეპეშა დავით ზურაბიშვილს

დეპეშა დავით ზურაბიშვილს ნათია მეგრელიშვილი

 

წლების განმავლობაში ვცდილობდი და თავს ვიკავებდი, რომ ერთი მოსაზრებაც კი არ გამომეთქვა ამ პიროვნების მიმართ. ერთი მიზეზი იყო ის, რომ გულგრილობა უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე აგრესიული დაპირისპირება და მეორე მიზეზი ის, რომ ჩვენ შორის ბევრი ახლობელი დგას და არ მინდა მათ ვაწყენინო (ეს ხომ თბილისია).

 

მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მას შემდეგ, რაც გაზეთში მისი პუბლიკაციები წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ცოტა დაკაცდა, აღარ არის აცუნდრუკებული ბიჭი, აღარ უნდა, ჩართული იყოს საყოველთაო ლანძღვა-გინების მარათონში და გვთავაზობს მოწიფული ასაკისათვის შესაფერის ურთიერთობებს, მაგრამ სულ ტყუილად მქონია ამის იმედი.

16-04-2014, 15:49 | ბლოგები | ნანახია - 2910

პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებ

პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებპეტიცია მიღებულია 2014 წლის 13 აპრილს, საზოგადოებრივი აქციის - „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას“ - მიერ.

 

რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.

 

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით, აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია.

 

პეტიციის ხელმოწერისთვის დააჭირეთ ვრცლად

14-04-2014, 15:16 | ... | ნანახია - 6336

აქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტი

აქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტიაქცია "არა კოლაბორაციონიზმს" - "ტაბულა TV"-ის სიუჟეტი

14-04-2014, 14:42 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1980

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი 2014 წლის 13 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან, საზოგადოება "ივერიის“ ორგანიზებით,  აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ჩატარდა. 

აქცია მიმართული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ "მეხუთე კოლონის" წინააღმდეგ. 

აქციის დასასრულს, საზოგადეობა "ივერიის" წევრებმა, აქციის მონაწილეებს პეტიცია გააცნეს, რომლითაც საქართველოს მთავრობას აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთა მოთხოვეს - პეტიცია ერთხმად იქნა მიღებული.

14-04-2014, 13:33 | ..., არქივი | ნანახია - 1408

"არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი

"არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი "არა კოლაბორაციონიზმს" - ორგანიზატორები და მონაწილეები -"კურიერის" სიუჟეტი

14-04-2014, 13:27 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1899

რატომ მოდის რუსი?

რატომ მოდის რუსი?ქეთი ელიეშვილი

 

პატარა თავისმართლება

 

ძალიან პრეტენზიული სათაურია არა?  წესით, ასეთი სათაური ანალიტიკურ სტატიას უნდა ერქვას.. ამიტომ,  თუ ამ სტრიქონების მკითხველი  ძალიან ჭკვიანურ ან თუნდაც უბრალო ანალიზს ელოდება, წინასწარ ბოდიში მინდა მოვუხადო,,,

 

 მაგრამ თუ...

12-04-2014, 13:21 | ბლოგები | ნანახია - 3111

პირველი სტუდია - რატომ გვიწევს არჩევანის მტკიცება აქციებით, როდესაც დეკლარირებული ვექტორი დასავლეთია

პირველი სტუდია - რატომ გვიწევს არჩევანის მტკიცება აქციებით, როდესაც დეკლარირებული ვექტორი დასავლეთიაპირველი სტუდია - რატომ გვიწევს არჩევანის მტკიცება აქციებით, როდესაც დეკლარირებული ვექტორი დასავლეთია

12-04-2014, 13:15 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 2075

მამუკა კუდავა 13 აპრილის აქციაზე

მამუკა კუდავა 13 აპრილის აქციაზემამუკა კუდავა 13 აპრილის აქციაზე

11-04-2014, 20:01 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1728

გრიგოლ ვაშაძე: “მათ შესაძლოა, რუსეთთან აქვთ იმისთანა შეთანხმება, რომელზეც არც საზოგადოებამ იცის არაფერი და არც ჩვენმა მოკავშირეებმა”

“როდესაც ვუყურებ საზოგადოების განწყობას - ვხედავ ძალიან დიდ შეშფოთებას, როდესაც ვუყურებ დღევანდელი ხელისუფლების განწყობას - ვხედავ გასაოცარ ქარაფშუტობას”

11-04-2014, 19:42 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 2018

გრიგოლ ვაშაძე, ნიკა რურუა, ეთერ ჭკადუა და ირაკლი ტაბლიაშვილი გადაცემაში "თეორემა"

გრიგოლ ვაშაძე, ნიკა რურუა, ეთერ ჭკადუა და ირაკლი ტაბლიაშვილი გადაცემაში "თეორემა"რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას. თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ სოკოებივით მრავლდებიან პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მინისტრისვე თქმით რუსეთიდან ფინანსდებიან.

 

ალასანიას ფიცს ვიწამებდით, მისი ბოლო რომ არ გვაკვირვებდეს.

 

შოთა აფხაიძე, გიორგი გაბედავა, ტრისტან წითელაშვილი, ემზარ კვიციანი - ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, რომლებიც ალასანიას პოლიტიკურმა ძალამ უკვე შერაცხა, ან ახლა უპირებს პოლიტდევნილად შერაცხვას. გმირის სტატუსის მქონენი ღიად უჭერენ მხარს პუტინის პოლიტიკას, ახდენენ პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას, არბევენ რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს და აღვივებენ შუღლს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში.

 

13 მაისს, 16 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოება "ივერია" აქციას აწყობს კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ. რატომ მიიქცია აქციის ორგანიზატორთა ყურადღება ამ საკითხმა ახლა, რამდენად რეალურია რუსული გავლენის გაძლიერების საფრთხე.

11-04-2014, 19:28 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 2081

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია