არა – კოლაბორაციონიზმს

საუბრობენ  “iveria.biz”-ის რედკოლეგიის წევრები ნიკა რურუა, ნინო კალანდაძე და გიგი კუბლაშვილი:


არა – მტერთან თანამშრომლობას.

4-04-2014, 23:08 | ვიდეო ბლოგები | ნანახია - 1876

პოლიტიკურ-კულტურული ახლომხედველობა და ჭუჭრუტანიდან დანახული სამყარო

ალექსი ჩხიკვაძე

აკაკი სულაქველიძე

 

კარების ჭუჭრუტანიდან დანახული სკამი, რომელიც ოთახის შუაში დგას, მთელი ოთახის მხოლოდ ერთი პატარა შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ჭუჭრუტანიდან მთლიანი ოთახის დანახვა შეუძლებელია, ხოლო სკამით ოთახზე მსჯელობა, ან ოთახის ფორმის განსაზღვრა და მერე დასკვნების გამოტანა, არაზუსტი და მცდარი იქნებოდა. ალბათ ბევრს გაუგია „Ames Room” ეფექტის შესახებაც.

4-04-2014, 15:24 | პოლიტიკა | ნანახია - 2059

საუბარი პროფესიონალთან

“iveria.biz”-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება ისტორიკოს პაატა ჩიქოვანს.

 

ივანე (იან) ნანუაშვილი და მისი წიგნი: “რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ”

არა - კოლაბორაციონიზმს

საუბრობენ “iveria.biz”-ის დამფუძნებლები და რედკოლეგიის წევრები ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე და მამუკა კუდავა განმარტავენ კოლაბორაციონიზმს, საუბრობენ სახელმწიფოებრიობისათვის მის საშიშროებაზე და მოუწოდებენ ხელისუფლებას იმოქმედოს კანონის მიხედვით კოლაბორაციონიზმში ჩართული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

3-04-2014, 21:57 | ვიდეო ბლოგები | ნანახია - 2831

ევრაზიული საფრთხის შესახებ

დაზმირ ჯოჯუა

 

ევრაზიული საფრთხის შესახებსოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი,

მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „უკრაინის კრიზისი“ თვისობრივად ახალი გეოპოლიტიკური წელთაღრიცხვის დასაწყისია „ცივი ომის“ შემდგომ მსოფლიო პოლიტიკაში, უფრო მეტიც - საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაში. 2014 წლის 18-22 თებერვლის პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ, ვ. იანუკოვიჩის პრორუსული ნეოტოტალიტარული რეჟიმის პროდასავლური კოალიციით ჩანაცვლებამ და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ (სწორედ ეს სამი ურთიერთდაკავშირებული მოვლენა ქმნის უკრაინის საერთაშორისო კრიზისის „შინაგან ანატომიას“) გამოკვეთა ძალთა გლობალური კონფიგურაციის ახალი  მოდელი, გაავლო რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის ახალი ხაზი. მსოფლიო „ცივი ომის“ სრულმასშტაბიანი აღდგენის ზღვარზეა.

3-04-2014, 21:48 | პოლიტიკა | ნანახია - 2120

ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

ნიკოლოზ რურუა

 ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

ეს ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს. უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლისა და რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის ღიად და უცერემონიოდ წართმევა-წაგლეჯვის შემდეგ მსოფლიო ისეთი ნამდვილად ვეღარ იქნება, როგორიც ის უკანასკნელი 20 წელი იყო. ანუ, ის ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის “ცივი ომის” დასრულების შემდეგ გახდა.

3-04-2014, 15:46 | პოლიტიკა | ნანახია - 3875

ციმბირი მოსკოვსა და პეკინს შორის

ემილ ვდალიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი

ციმბირი მოსკოვსა და პეკინს შორის 

დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მთლიანად გადატანილია უკრაინის კრიზისზე, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში/ნატოში შესვლა-არშესვლაზე, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ძალიან ცოტა ითქმის შორეულ აღმოსავლეთში რუსეთისთვის არსებულ საფრთხეებზე, რომელიც რეგიონში პოლიტიკურ status quo-ს  უთხრის ძირს. რა ბედი ეწევა აღმოსავლეთ ციმბირს? ემუქრება თუ არა ამ რეგიონს „გაჩინელება“, თუ შესაძლებელია პეკინის სამხედრო ინტერვენცია?

2-04-2014, 14:28 | მსოფლიო | ნანახია - 4775

განმეორდება თუ არა ყირიმის სცენარი საქართველოში ?

მამუკა გამყრელიძე

   უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსიით და შემდგომი მიერთებით, რაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოებმა მყისიერად “ლეგიტიმურად” აქცია, მსოფლიოს ის მოწყობა, რომელსაც ჩვენ შეჩვეული გახლდით და რომელიც მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობას ინარჩუნებდა ევროპაში, მყისიერად დაინგრა. დასავლეთი და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც თვალის ერთ დახამხამებაში სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, სადაც ერთადერთი წესი მოქმედებს - “წესები არ არსებობს”. ეს სამყარო კი კრემლმა და პუტინმა თავს მოახვია მთელ მსოფლიოს. ბებერმა ევროპამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მსგავსი აღარაფერი  განმეორებულიყო და ამისთვის თითქოსდა ძალიან ეფექტური დამცავი ინსტიტუციები შექმნა. სამწუხაროდ, როგორც ეს მას ტრადიციულად სჩვევია, ახლაც სირაქლემას პოზიციაში ჩადგა და ვერ თუ არ მოისურვა იმ მუქარის დანახვა, რასაც მისთვის რუსეთის კრიმინალური რეჟიმი წარმოადგენდა.

1-04-2014, 15:19 | პოლიტიკა | ნანახია - 3295

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია