ბენ გუდმენი

Benajamin David ‘Benny’ Goodman
ბენ გუდმენი30.05.1909, ჩიკაგო - 13.06.1986, ნიუ-იორკი.

 

გიგი კუბლაშვილი

 

კლარნეტისტი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, აღიარებულია “სვინგის მეფედ”. გუდმენი - კლარნეტისტის ოსტატობამ დაარწმუნა ხალხი რომ ჯაზი იყო მუსიკა, რომელიც იმსახურებდა არანაკლებ პატივისცემას, ვიდრე კლასიკური.

29-05-2014, 19:55 | კულტურა | ნანახია - 1378

ნიკა ვაშაკიძე: “არ შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დავუშვათ”

“ნათელია, რომ ამჟამინდელი პრემიერი და პრეზიდენტი ერთ პოლიტიკური გუნდად ვეღარ მოგვევლინებიან”

 

“რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ მწარე გამოცდილებიდან? არანაირი! იგივეს აკეთებენ. ჰოდა, იგივე შედეგს მიიღებენ”

 

“საქართველოს მოსახლეობა მიიღებს შეთავაზებას უნარიანი და ღირსეული პოლიტიკური ძალის სახით”

 

გეგა სილაგავა

 

“პრემიერის” კითხვებს დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა

29-05-2014, 18:11 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1583

უკრაინა VS რუსეთი

ნოდარ ხარშილაძე

უკრაინა VS რუსეთი 

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მხოლოდ ყირიმის ოკუპაციით დაკმაყოფილებას, რუსეთის ამოცანა იყო და რჩება უკრაინაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ამგვარი მიზნის მიღწევის დროს რუსეთი მოსაწყენად ერთგვაროვანია, მისი ძირითადი ქმედება არის სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზების გამოყენებით დესტაბილიზაციის შექმნა და აქედან მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდების მიღება. მოკლედ, როგორც საბჭოთა კავშირის ამაყმა მემკვიდრემ, რუსეთმა კარგად იცის, როგორც გააფუჭოს, რაიმე პოზიტიურის შექმნა კი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მეთოდებიდან შორს დგას.

27-05-2014, 19:42 | მსოფლიო | ნანახია - 3234

პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში

გია ჯაფარიძე

პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში 

25 მაისი  ევროპის კონტინენტზე ჭეშმარიტად არჩევნების დღე იყო. საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილის ყურადღება, ვინც აქტიურად ადევნებდა თვალს უკრაინაში მიმდინარე ანტი-პუტინურ აჯანყებას და თბილისიდან შეძლებისდაგვარად მხარს უჭერდა მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების თავისუფლებისთვის გმირულ თავგანწირვას,  ძირითადად უკრაინაზე იყო კონცენტრირებული.

 

ცხადია, უკრაინაში განვითარებული მოვლენები გეოპოლიტიკური გარდატეხის ნაწილია, ან სულაც ეპიცენტრი და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, გლობალურ ღირებულებით კონფლიქტში უკრაინის წარმატებას პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე. 

27-05-2014, 17:34 | მსოფლიო | ნანახია - 2583

საუბრები დიასპორასთან: ცოტნე ჯავახიშვილი

საუბრები დიასპორასთან: ცოტნე ჯავახიშვილისაუბრები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან გია კავკასიძესთან ერთად.

 

დღევანდელი სტუმარია: ცოტნე ჯავახიშვილი

24-05-2014, 12:44 | Iveria Global | ნანახია - 4857

ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას!

გრიგოლ ვაშაძე

 

     დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ა. ლუკაშევიჩი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მოწყდა მსოფლიო "საზრუნავებს", რომლებიც მის გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოგვარდება, და თავისი უზანაესი ყურადღების ნაწილი საქართველოს დაუთმო.

22-05-2014, 23:49 | კომენტარები | ნანახია - 11005

სირია და ბაშარ ალ ასადი

გიგი კუბლაშვილი

 

        ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ობამა სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთ ლიდერს ახმად ჯარბს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს სირიაში არსებული ვითარება. ჯარბმა მადლობა გადაუხადა ობამას იმ დახმარებისათვის, რომელიც აშშ-მ აღმოუჩინა სირიის ოპოზიციას. თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია 287 მლნი დოლარი.

 

         ამავე დროს სირიის ფრონტზე რადიკალური ცვლილებებია, პრეზიდენტი ასადი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს და უკან დახევას და გაქცევას კი არა, პრეზიდენტობას და ქვეყნის სათავეში დარჩენას გეგმავს.

22-05-2014, 23:26 | მსოფლიო | ნანახია - 4651

26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ნათია მეგრელიშვილი

 26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ადამიანებს აზრს ადვილად ვერ შეუცვლი. რაც არ უნდა ითქვას, თუ კაცს გაგონება არ უნდა, დაყრუვდება და თუ დანახვა არ სურს, დაბრმავდება. მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც, თუ ორით არა, ცალი თვალით მაინც კითხულობს ჩვენს გაზეთს და მათთვის ვწერ.

 

26 მაისის აღლუმის თემას ასე გულგრილად და ჩვენთვის ჩვეული ნიჰილიზმით ნუ აღვიქვამთ. როგორც გვპირდებიან, ამ დღეს გაიმართება სახალხო დღესასწაული და სეირნობა. ძალიან კარგი, მაგრამ 26 მაისი არ არის დიმპიტაურის დღე, არამედ ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელსაც სათავეში ედგა არა ხალხი, არამედ მთავრობა და დასავლეთის პროგრესული საზოგადოება.

20-05-2014, 14:21 | ბლოგები | ნანახია - 2107

პოლიტიკურ ძალთა ახალი თანაფარდობა ევროპაში

გია ჯაფარიძე

 

გასულ კვირას, საბერძნეთში, რომელიც ევროკავშირის მოუშუშებელ ფინანსურ ჭრილობას წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. უკვე მივეჩვიეთ, რომ ელადის ტრადიციული პოლიტიკური პარტიები: მემარცხენე ცენტრისტული - პასოკ (ΠΑΣΟΚ) და მემარჯვენე ცენტრისტული - ნეა დიმოკრატია (Νέα Δημοκρατία), რომლებიც «შავი პოლკოვნიკების“ დიქტატურის დამარცხების შემდეგ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისამდე დომინირებდნენ, საბერძნეთის პოლიტიკურ სცენაზე ამომრჩეველთა ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობენ.

19-05-2014, 23:02 | მსოფლიო | ნანახია - 2034

ისევ უკრაინაზე

(სადაც საერთაშორისო სამართალის, ევროპის და საქართველოს ბედი წყდება)

 

ისევ უკრაინაზე  გრიგოლ ვაშაძე

 

     2014 წლის 14 მაისს რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, საერთაშორისო სამართალის “გარანტმა”, მსოფლიო უსაფრთხოების “დამცველმა”, პრაღის მოლაპარაკებებში ჩვენმა “პარტნიორმა”, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა სერგეი ლავროვმა უკრაინაზე კომენტარი გააკეთა: “უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ოლქების მიერთება რუსეთთან ჯერჯერობით ჰიპოთეტიური საკითხია… ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ არა ჰიპოთეტიურ საკითხებზე, არამედ იმაზე, როგორ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში რუსულენოვანი მოქალაქეები და აგრეთვე პოლონელები და რუმინელები (მეზობელი ქვეყნის პოლონელი და რუმინული წარმოშობის მოქალაქეებიც რუსეთის საზრუნავი გახდა!!! - ივერია.)”. მისივე სიტყვებით, “უკრაინაში დღეს სამოქალაქო ომი მიმდინარეობს” და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადაა ელაპარაკოს უკრაინის ხელისუფლებას, ეს შეუძლებელია, სანამ უკრაინა იყენებს “ნაღმტყორცნებს და დასავლეთიდან შემოგზავნილ დაქირავებულ მეომრებს მოსახლეობის წინააღმდეგ”. შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება ექნება რუსეთს უკრაინის ხელისუფლებასთან 2014 წლის 25 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბ-მა ლავროვმა უპასუხა, რომ “რუსეთი ამ არჩევნებს განსჯის იმის მიხედვით, რა იქნება არჩევნების შედეგები (!!!)”. 

19-05-2014, 02:17 | მსოფლიო | ნანახია - 4040

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია