,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობა

,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობაზურა ოდილავაძე

 

  დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის 23-ე წელია. საფუძველი ჩაეყარა და იხვეწება ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ თვალწინ მეტნაკლები წარმატებით იცვლება და უმჯობესდება საქართველოს მოქალაქის ცხოვრების ყველა სფერო, გარდა ერთისა, რომელიც უცვლელად ფეოდალურ - კრიმინალურ ხასიათს ინარჩუნებს – ეს გახლავთ სამართალდამცავი ორგანოები და, ზოგადად, მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები, გარდა ,,პატრულისა“. ამ მეტწილად თავგასული არამზადების უზრდელობამ და პათოლოგიურმა მიდრეკილებად ძალადობისადმი, ხალხში მათ დამსახურებულად ,,ძაღლების“ ზიზღით სავსე სახელი მოუტანა. მართლაც, არ შეიძლება პოლიციელისა თუ კანონდამცველის მაღალი წოდებით შეამკო არსება, რომელსაც არა თუ ვერ შეუგნია, რომ ის ადამიანების, მათი უსაფრთხოების მსახურია, არამედ, პირიქით, ნებისმიერი მიზეზითა თუ საერთოდაც, უმიზეზოდ ესხმის თვას რიგით მოქალაქეს და დაუფარავად ძალადობს მასზე. ამ ვანდალიზმს ჩვენ კარგა ხანია შევეჩვიეთ და უხმოდაც ვუცქერთ. არადა, ყოველდღიური ყოფის დონეზე სამართლიანობისა და პიროვნული დაცულობის განცდა ჩვენში, სწორედაც რომ საშუალო და დაბალი რგოლის ძალოვანებთან შეხების შედეგად ყალიბდება.

4-05-2014, 18:06 | ბლოგები | ნანახია - 2721
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია