“ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის

ნიკა რურუა

“ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის 

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, საბჭოთა უშიშროების გენერალმა ზურაბ ბაქრაძემ და საბჭოთა მილიციის გენერალმა რომან გვენცაძემ ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის დაარსება დააანონსეს.

 

ეს პრესკონფერენცია აშკარად კომიკურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც კარგა მაგრად მოტეხილი და ჩამრგვალებული ყოფილი გენერალი კიტოვანი ჟურნალისტების კითხვებსაც კი ვერ იგებდა და მათ გვერდზე მჯომისგან ყურში ჩურჩულის შემდეგ პასუხობდა, ისიც მისი შეზღუდული ლინგვისტური რეპერტუარის კიდეც უფრო გაღარიბებული მარაგით.  ასეთივე არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბ-ნი ბაქრაძეც, რომელიც ძლევამოსილი KGB-ის გენერლის ფიტულს უფრო წააგავდა, ვიდრე ცოცხალ საბჭოთა ჩეკისტს. რაც შეეხება ბ-ნ გვენცაძეს, ის საერთოდაც არ იმყოფებოდა საკუთარი ორგანიზაციის დაფუძნების გამოცხადებაზე. ალბათ, საპატიო მიზეზით.

5-05-2014, 21:52 | კომენტარები | ნანახია - 3608

უმრავლესობის გასაჭირი

გია ჯაფარიძე

 

2 მაისს, 104 ხმით ერთის წინააღმდეგ,  საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დარჩება ოქმები და სტენოგრამები, რომლებიც ისტორიის ტაბლოზე ანგარიშს 104:1-ს აჩვენებს და პროგრესის, სინათლის და თავისუფლების თითქოს იოლ გამარჯვებას დააფიქსირებს გონებაშეზღუდულობასა და სიბნელეზე, მაგრამ თანამედროვეებმა კარგად ვუწყით, რა იყო და როგორ.

 

ყველაფერს რომ დასაწყისშივე ნათელი მოვფინოთ და ფსევდო-ლიბერალების მხრიდან თვითდამკვიდრების მიზნით და საკუთარი ინტელექტუალური ნიშის დაკარგვის შიშით გამოწვეულ უმწეო საყვედურებს რომ ახლავე ვუპასუხოთ, ვიტყვი, რომ ნებისმიერ ანტიდისკრიმინაციულ კანონსა თუ სისხლის სამართლის კოდექსში ანტიდისკრიმინაციული შინაარსის შესწორებას მხარს ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ადამიანთა დისკრიმინაცია, ჰომოფობიური აზროვნება და ქცევა უარყოფითი გაგებით „ველურობაა“, ანტი-აზროვნებითი, ანტი-ქრისტიანული, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მოვლენაა და ის კანონით უნდა აღიკვეთოს. ჩემი მეგობრები, რომლებიც განსხვავებულ რასას, განსხვავებულ რელიგიას, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფს ან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს წარმოადგენენ, ხშირად საუკეთესო მეგობრები, სხვებზე სულგრძელი, ქველი, რაინდი და მიმტევებლები არიან. 

5-05-2014, 14:31 | კომენტარები | ნანახია - 2124
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია