მოგზაურობა “აღმოსავლეთის ქვეყანაში”

(ჩინეთში პუტინის მომავალი ვიზიტის გარშემო)

 

მამუკა გამყრელიძე

 

   ამ სტატიის სათაურად ჰერმან ჰესეს ფილოსოფიური მოთხრობის სახელის შერჩევა შემთხვევითი არ გახლავთ. ისევე, როგორც მისი მთავარი გმირის ჰ.ჰ.-ს მოგზაურობა არაა უბრალოდ გასეირნება, არამედ ემსახურება ბევრად უფრო სიღრმისეულ მიზანს, წარსულსა და მომავალს შორის კავშირის და საკუთარი თავის ძიებას, ასევე ვლადიმერ პუტინის მომავალი ვიზიტი ჩინეთში მხოლოდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერების გეგმიური შეხვედრა არაა, არამედ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ერთგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრელუდია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ოდიოზური მმართველის მიერაა ინიცირებული.

7-05-2014, 18:09 | მსოფლიო | ნანახია - 2405

რას შეიძლება ველოდეთ უკრაინაში არჩევნებამდე

რას შეიძლება ველოდეთ უკრაინაში არჩევნებამდენინო კალანდაძე

 

აპრილის თვე უკრაინაში არეულობების ახალი ტალღით დაიწყო. ამჯერად, როგორც მოსალოდნელიც იყო, დარტყმის ქვეშ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები მოექცა. ლუგანსკსა და დონეცკში პრორუსული ძალები კიევისგან დამოუკიდებლობას და „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნას მოითხოვენ. ოდესაში ვითარება ისე გამწვავდა, რომ დაპირისპირებას  ორმოცამდე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს რუსეთის გეგმაზე „გაათამაშოს“ ყირიმის სცენარი, ხოლო პრემიერ-მინისტრი მოვლენებს  „რუსეთის ანტიუკრაინულ გეგმად“ აფასებს, რომლის მიზანიც არის, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთებმა (ისინი მრავლად არიან მობილიზებული უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან) მთელი ქვეყნის ტერიტორია მოიცვან.

7-05-2014, 14:37 | მსოფლიო | ნანახია - 2070
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია