თეატრალური სეზონი – ,,გაზაფხული - 2014“ გაიხსნა!

ზურა ოდილავაძე

 

,,მთელი სამყარო თეატრია“ – ამბობდა შექსპირი. ეტყობა მაშინ ცირკი არ იყო“ (ხალხური)

 

   ევროპის განცვიფრება ეტალონური დემოკრატიის სპექტაკლებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გრძელდება! ეროვნული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გაჭრა კი უდიდეს სიხარულს გვანიჭებს არა მხოლოდ მეოცნებე აუდიტორიას, არამედ ჩვენც – ყველა დანარჩენ უგუნურსა და დაუნახავს! ერთი რეჟისორისა და იმავდროულად, უპირველესი მოქალაქის თეატრმა გულმხურვალედ დამჯერე და მოზრდილი თოჯინების შესრულებით ამჯერადაც შესანიშნავი სპექტაკლი – ,,ფარულად ყური დააგდე და შემდეგ გააპრავე“ შემოგვთავაზა! დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრს არტისტები მართლაც ვირტუოზული ოსტატობით ასრულებენ და სრულიად წარმოუდგენელ მიზანსცენებში თავდავიწყებით ცრუობენ. ამ აბსურდის თეატრის მსახიობთა მონოლოგების საერთო პათოსი ასეთია: ,,მიყურადების მსხვერპლი სპეციალურ აპარატურას ჯერ თვით ამონტაჟებდა, ხოლო შემდეგ საკუთარი საუბრების ჩანაწერებს ისვე უსმენდა.“  შემსრულებელთა გარდასახვისა და ,,იმპროვიზაციის უნარიც“ ამას ჰქვია – ამხანაგებო, არა მხოლოდ ბრავო, არამედ დამსახურებული ბრავისიმოც!

8-05-2014, 18:34 | ბლოგები | ნანახია - 2062
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია