საუბრები დიასპორასთან: ირმა მგელაძე

საუბრები დიასპორასთან: ირმა მგელაძესაუბრები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან გია კავკასიძესთან ერთად.

 

დღევანდელი სტუმარია: ირმა მგელაძე

10-05-2014, 14:34 | Iveria Global | ნანახია - 5270

რას ურჩევს „ოცნებას“ ნიკა რურუა

რას ფიქრობს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე,  ეკლესიისა და დღევანდელი უმრავლესობის დაპირისპირებაზე, რატომ არ უნდა იყოს თბილისის მერი ვინმეს ფინია და რისგან იკავებს თავს ნიკა რურუა?

„ქრონიკა+“ ნიკა რურუას ესაუბრება.

9-05-2014, 20:41 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1423

საუბარი რელიგიაზე - ეროტიზმი, კულტურა და რელიგია - ნიკა რურუა

საუბარი რელიგიაზე - ეროტიზმი, კულტურა და რელიგია - ნიკა რურუასაუბარი რელიგიაზე - ეროტიზმი, კულტურა და რელიგია - ნიკა რურუა

9-05-2014, 20:28 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1889

თეატრალური სეზონი – ,,გაზაფხული - 2014“ გაიხსნა!

ზურა ოდილავაძე

 

,,მთელი სამყარო თეატრია“ – ამბობდა შექსპირი. ეტყობა მაშინ ცირკი არ იყო“ (ხალხური)

 

   ევროპის განცვიფრება ეტალონური დემოკრატიის სპექტაკლებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გრძელდება! ეროვნული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გაჭრა კი უდიდეს სიხარულს გვანიჭებს არა მხოლოდ მეოცნებე აუდიტორიას, არამედ ჩვენც – ყველა დანარჩენ უგუნურსა და დაუნახავს! ერთი რეჟისორისა და იმავდროულად, უპირველესი მოქალაქის თეატრმა გულმხურვალედ დამჯერე და მოზრდილი თოჯინების შესრულებით ამჯერადაც შესანიშნავი სპექტაკლი – ,,ფარულად ყური დააგდე და შემდეგ გააპრავე“ შემოგვთავაზა! დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრს არტისტები მართლაც ვირტუოზული ოსტატობით ასრულებენ და სრულიად წარმოუდგენელ მიზანსცენებში თავდავიწყებით ცრუობენ. ამ აბსურდის თეატრის მსახიობთა მონოლოგების საერთო პათოსი ასეთია: ,,მიყურადების მსხვერპლი სპეციალურ აპარატურას ჯერ თვით ამონტაჟებდა, ხოლო შემდეგ საკუთარი საუბრების ჩანაწერებს ისვე უსმენდა.“  შემსრულებელთა გარდასახვისა და ,,იმპროვიზაციის უნარიც“ ამას ჰქვია – ამხანაგებო, არა მხოლოდ ბრავო, არამედ დამსახურებული ბრავისიმოც!

8-05-2014, 18:34 | ბლოგები | ნანახია - 2062

მოგზაურობა “აღმოსავლეთის ქვეყანაში”

(ჩინეთში პუტინის მომავალი ვიზიტის გარშემო)

 

მამუკა გამყრელიძე

 

   ამ სტატიის სათაურად ჰერმან ჰესეს ფილოსოფიური მოთხრობის სახელის შერჩევა შემთხვევითი არ გახლავთ. ისევე, როგორც მისი მთავარი გმირის ჰ.ჰ.-ს მოგზაურობა არაა უბრალოდ გასეირნება, არამედ ემსახურება ბევრად უფრო სიღრმისეულ მიზანს, წარსულსა და მომავალს შორის კავშირის და საკუთარი თავის ძიებას, ასევე ვლადიმერ პუტინის მომავალი ვიზიტი ჩინეთში მხოლოდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერების გეგმიური შეხვედრა არაა, არამედ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ერთგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრელუდია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ოდიოზური მმართველის მიერაა ინიცირებული.

7-05-2014, 18:09 | მსოფლიო | ნანახია - 2445

რას შეიძლება ველოდეთ უკრაინაში არჩევნებამდე

რას შეიძლება ველოდეთ უკრაინაში არჩევნებამდენინო კალანდაძე

 

აპრილის თვე უკრაინაში არეულობების ახალი ტალღით დაიწყო. ამჯერად, როგორც მოსალოდნელიც იყო, დარტყმის ქვეშ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები მოექცა. ლუგანსკსა და დონეცკში პრორუსული ძალები კიევისგან დამოუკიდებლობას და „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნას მოითხოვენ. ოდესაში ვითარება ისე გამწვავდა, რომ დაპირისპირებას  ორმოცამდე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს რუსეთის გეგმაზე „გაათამაშოს“ ყირიმის სცენარი, ხოლო პრემიერ-მინისტრი მოვლენებს  „რუსეთის ანტიუკრაინულ გეგმად“ აფასებს, რომლის მიზანიც არის, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთებმა (ისინი მრავლად არიან მობილიზებული უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან) მთელი ქვეყნის ტერიტორია მოიცვან.

7-05-2014, 14:37 | მსოფლიო | ნანახია - 2110

ბრძოლა ოდესისათვის - ბრძოლა უკრაინისთვის!

ბრძოლა ოდესისათვის - ბრძოლა უკრაინისთვის!ურაბ კვა

 

უკრაინიდან

 

 "რუსული დიდების ქალაქი" - ასე ეძახდნენ ოდესას დღიდან მისი დაარსებისა, რომელიც შეიქმნა როგორც ნოვოროსიის მთავარი რუსული ფორპოსტი. ამ სლოგანს ემსახურებოდა ოდესაში "რუსული იდეის", რუსული ეთნოსისა და ენის უზენაესობის მითის შექმნაც, რომლის კულტივირებაც ეკატერინე მეორემ მე-18 საუკუნის ბოლოს, ოდესის დაარსებასთან ერთად დაიწყო, ხოლო შემდგომ კი წარმატებით განაგრძო ქართველთათვის კარგად ცნობილმა თავადმა ვორონცოვმა, რომელიც 1844-1851 წლებში ერთმანეთს უთავსებდა ნოვოროსიისკის მხარის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობებს.

6-05-2014, 14:09 | მსოფლიო | ნანახია - 1806

“ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის

ნიკა რურუა

“ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის 

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, საბჭოთა უშიშროების გენერალმა ზურაბ ბაქრაძემ და საბჭოთა მილიციის გენერალმა რომან გვენცაძემ ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის დაარსება დააანონსეს.

 

ეს პრესკონფერენცია აშკარად კომიკურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც კარგა მაგრად მოტეხილი და ჩამრგვალებული ყოფილი გენერალი კიტოვანი ჟურნალისტების კითხვებსაც კი ვერ იგებდა და მათ გვერდზე მჯომისგან ყურში ჩურჩულის შემდეგ პასუხობდა, ისიც მისი შეზღუდული ლინგვისტური რეპერტუარის კიდეც უფრო გაღარიბებული მარაგით.  ასეთივე არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბ-ნი ბაქრაძეც, რომელიც ძლევამოსილი KGB-ის გენერლის ფიტულს უფრო წააგავდა, ვიდრე ცოცხალ საბჭოთა ჩეკისტს. რაც შეეხება ბ-ნ გვენცაძეს, ის საერთოდაც არ იმყოფებოდა საკუთარი ორგანიზაციის დაფუძნების გამოცხადებაზე. ალბათ, საპატიო მიზეზით.

5-05-2014, 21:52 | კომენტარები | ნანახია - 3608

უმრავლესობის გასაჭირი

გია ჯაფარიძე

 

2 მაისს, 104 ხმით ერთის წინააღმდეგ,  საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დარჩება ოქმები და სტენოგრამები, რომლებიც ისტორიის ტაბლოზე ანგარიშს 104:1-ს აჩვენებს და პროგრესის, სინათლის და თავისუფლების თითქოს იოლ გამარჯვებას დააფიქსირებს გონებაშეზღუდულობასა და სიბნელეზე, მაგრამ თანამედროვეებმა კარგად ვუწყით, რა იყო და როგორ.

 

ყველაფერს რომ დასაწყისშივე ნათელი მოვფინოთ და ფსევდო-ლიბერალების მხრიდან თვითდამკვიდრების მიზნით და საკუთარი ინტელექტუალური ნიშის დაკარგვის შიშით გამოწვეულ უმწეო საყვედურებს რომ ახლავე ვუპასუხოთ, ვიტყვი, რომ ნებისმიერ ანტიდისკრიმინაციულ კანონსა თუ სისხლის სამართლის კოდექსში ანტიდისკრიმინაციული შინაარსის შესწორებას მხარს ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ადამიანთა დისკრიმინაცია, ჰომოფობიური აზროვნება და ქცევა უარყოფითი გაგებით „ველურობაა“, ანტი-აზროვნებითი, ანტი-ქრისტიანული, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მოვლენაა და ის კანონით უნდა აღიკვეთოს. ჩემი მეგობრები, რომლებიც განსხვავებულ რასას, განსხვავებულ რელიგიას, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფს ან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს წარმოადგენენ, ხშირად საუკეთესო მეგობრები, სხვებზე სულგრძელი, ქველი, რაინდი და მიმტევებლები არიან. 

5-05-2014, 14:31 | კომენტარები | ნანახია - 2124

,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობა

,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობაზურა ოდილავაძე

 

  დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის 23-ე წელია. საფუძველი ჩაეყარა და იხვეწება ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ თვალწინ მეტნაკლები წარმატებით იცვლება და უმჯობესდება საქართველოს მოქალაქის ცხოვრების ყველა სფერო, გარდა ერთისა, რომელიც უცვლელად ფეოდალურ - კრიმინალურ ხასიათს ინარჩუნებს – ეს გახლავთ სამართალდამცავი ორგანოები და, ზოგადად, მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები, გარდა ,,პატრულისა“. ამ მეტწილად თავგასული არამზადების უზრდელობამ და პათოლოგიურმა მიდრეკილებად ძალადობისადმი, ხალხში მათ დამსახურებულად ,,ძაღლების“ ზიზღით სავსე სახელი მოუტანა. მართლაც, არ შეიძლება პოლიციელისა თუ კანონდამცველის მაღალი წოდებით შეამკო არსება, რომელსაც არა თუ ვერ შეუგნია, რომ ის ადამიანების, მათი უსაფრთხოების მსახურია, არამედ, პირიქით, ნებისმიერი მიზეზითა თუ საერთოდაც, უმიზეზოდ ესხმის თვას რიგით მოქალაქეს და დაუფარავად ძალადობს მასზე. ამ ვანდალიზმს ჩვენ კარგა ხანია შევეჩვიეთ და უხმოდაც ვუცქერთ. არადა, ყოველდღიური ყოფის დონეზე სამართლიანობისა და პიროვნული დაცულობის განცდა ჩვენში, სწორედაც რომ საშუალო და დაბალი რგოლის ძალოვანებთან შეხების შედეგად ყალიბდება.

4-05-2014, 18:06 | ბლოგები | ნანახია - 2721

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია