ასოცირების ხელშეკრულებით ვიყიდეთ მატარებელის ბილეთი, რომელიც მიგვიყვანს იქ, სადავ ჩვენი საზოგადოება ისწრაფვის

ინტერვიუ საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან

 

მაია ჭალაგანიძე

 

 - დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, - ხელი მოეწერება ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ცხადია, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვემზადებოდით, ვიბრძოდით ევროპისთვის, მაგრამ როგორ დაიწყო მზადება კონკრეტულად ამ ხელშეკრულებისთვის?

 

 - ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ხატოვანი და ამაღლებული დეტალები ამ პროცესს არ ახლდა, ეს იყო ჩვეულებრივი შავი სამუშაო, რასაც წინ უძღოდა შეხვედრები ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის პირველ პირებთან, მუშაობა ევროპის კავშირის კომისიასთან და ა.შ.

30-06-2014, 21:17 | ინტერვიუ | ნანახია - 1577

გილოცავთ!

       საზოგადოება   ,,ივერია“  ყველას   გილოცავთ  ევროკავშირთან  ასოცირების  შესახებ  შეთანხმების ხელმოწერას!

     ვამაყობთ,  რომ   ბევრ   ჩვენგანს  ამ პროცესში  უშუალო   მონაწილეობა   აქვს    მიღებული.

27-06-2014, 15:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1722

თეორემა - ჩაგრული პრეზიდენტი და არაუფლებამოსილი პირის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება

თეორემა - ჩაგრული პრეზიდენტი და არაუფლებამოსილი პირის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლებათეორემა - ჩაგრული პრეზიდენტი და არაუფლებამოსილი პირის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება

25-06-2014, 23:08 | ვიდეო ბლოგები | ნანახია - 1450

საზოგადოება ”ივერიის” განცხადება რუსეთ-საქართველოს მაგისტრალური რკინიგზის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა ხელისუფლებაში მოსვლის  დღიდან გახდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთერთი  პოლიტიკური გზავნილი. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დიდი სურვილის  მიუხედავად, ამ იდეამ  საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებრიობის  ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა საკითხის საჯარო განხილვა გადაედო. თუმცა, ამ საკითხის დღის წესრიგში მოულოდნელმა და დაჟინებულმა შემოტანამ საზოგადოებაში დატოვა განცდა, რომ  ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი კვლავ ამოტივტივდებოდა, რადგან მის ირგვლივ იგრძნობოდა რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგის არსებობა.

24-06-2014, 17:44 | პოლიტიკა | ნანახია - 3791

კიდევ ერთხელ „სომხურ-ქართული“ რკინიგზის შესახებ

თორნიკე შარაშენიძე

 

 

ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვხვდება ჩაუძირავი ფენომენები. ჩაუძირავი ფენომენია ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი საქციელითა და მოღვაწეობით ისე შეირცხვენს თავს, რომ თითქოსდა საზოგადოებაში გამოჩენისაც კი უნდა რცხვენოდეს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი პოლიტიკაში იოლად ბრუნდება...

24-06-2014, 17:29 | კომენტარები | ნანახია - 2590

აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

ზურაბ ოდილავაძე

 

„კარგ სტილს ლიუციფერისა და ანგელოზის ურთიერთგადაძახილი წარმოშობს“ – კაკი  გაწერელია.

 აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

   გამომცემლობა ,,ინტელექმა“ დასტამბა აკაკი გაწერელიას ,,ჩემი სოლილოკვიო. ჩანაწერები“ (სილილოკვიო – საკუთარ თავთან საუბარი, მონოლოგი). აკაკი გაწერელია (1910 - 1996წწ.) გახლავთ გამოჩენილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, მრავალი მონოგრაფიისა და ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი. მე, როგორც მისი ქალ- ვაჟის ახლო მეგობარი, პირადად ვიცნობდი ამ დიდ პიროვნებას და სწორედ მისგან გავიგე, რამდენი ბოროტება იმალებოდა საბჭოური ტოტალიტარიზმის წიაღში. წიგნის შემდგენელ -რედაქტორები – მეცნიერის ქალიშვილი დუდა გაწერელია და იოსებ ჭუმბურიძე – წინასიტყვაობაში წერენ: ,,ის გვიჩვენებს, თუ რა რთული ცხოვრება გაიარა ჭეშმარიტად ევროპული რანგის მეცნიერმა, რომელსაც გამუდმებით ებრძოდნენ, ხელს უშლიდნენ, აბეზღებდნენ და მაინც ყველაფერს გაუძლო და აღასრულა ის, რასაც წერდა: ,,მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამარეში“.

24-06-2014, 17:13 | წიგნები | ნანახია - 3019

შიმშილის ანგელოზი რომანი ,,სუნთქვის საქანელა”. ჰერტა მიულერი

ჰერტა მიულერი (დაიბადა რუმინეთში, 1953 წლის 17 აგვისტოს) – გერმანელი პოეტესა და მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში შემდეგი ფორმულირებით: ,,გულისხმიერებით პოეზიაში და გულწრფელობით პროზაში აღწერს ჩაგრულთა ცოვრებას“. მისი მთავარი თემაა – გადატანილი ტყვეობისა და ძალადობის გამოცდილება, ინდივიდუალური და კოლექტიური მახსოვრობა, წარსულის მეხსიერებიდან განდევნა და ადვილი დავიწყება.

რომანი ,,სუნთქვის საქანელა“ გადმოგვცემს რუმინელი გერმანელების ბედ- იღბალს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ტექსტში აღწერილია მშვიდობიანი მოსახლეობის საბჭოთა კავშირში გადასახლებისა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაუსაძლისი შრომის ისტორია. ეს გახლავთ რომანი – გახსენება, რომელიც გაგაოცებთ თავისი სიღრმითა და გულში ჩამვწდომი თხრობის მანერით.

23-06-2014, 01:15 | წიგნები | ნანახია - 3292

რეცენზია წიგნზე ზურა ოდილავაძის „იმპერიის ორსულობა“

გია ჯაფარიძე

 

ჩემი „Book Review“ სხვა წიგნით უნდა დაწყებულიყო, კერძოდ კი, ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთით“, რომელიც ჩემმა ივერიელმა მეგობარმა, კოლეგამ და თანამოაზრემ მამუკა კუდავამ მაჩუქა. ჩუქებას დავალებაც მანვე მოაყოლა - რეცენზია წიგნზე, თან დროში ზღვარი დამიდო, ე.წ. „დედლაინი“ მომცა და დამარწმუნა, რომ რეცენზია უნდა გამეკეთებინა.

20-06-2014, 20:33 | წიგნები | ნანახია - 2482

გაბედე და იაზროვნე!

გაბედე და იაზროვნე! ეძღვნება აკაკი ბაქრაძის ხსოვნას

 

მამუკა ბერია

 

მოძრაობა ,,დაბრუნების“ გამგეობის წევრი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების

ასისტენტ-პროფესორი

 

 

20-06-2014, 15:05 | კომენტარები | ნანახია - 2066

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

ანა ითონიშვილი

 საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

13 მაისს თბილისში საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

20-06-2014, 14:49 | ეკონომიკა | ნანახია - 3484

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია