Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*

Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

2014 წლის 2 ივნისს გერმანიის კანცლერმა განაცხადა: "...MAP-ის საკითხი NATO-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება". "...ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატავად", - დაამატა მან. უკაცრავად, გოეთეს და ქ-ნი მერკელის ენას არ ვფლობ, ამიტომ ამ ციტატის მოყვანა ქართულ პრესაზე დაყრდნობით მიწევს.

3-06-2014, 20:13 | პოლიტიკა | ნანახია - 2286

საოცნებო “ფინლანდიზაცია”

საოცნებო “ფინლანდიზაცია”კოტე იოსელიანი

 

რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ივანიშვილისეული მეთოდი ისეთივე უნიათო გამოდგა, როგორც “ქართული ოცნებისეული” დემოკრატიით გაოცებული ევროპა. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ კრემლისთვის სიტუაცია ნამდვილად დალაგდა და დაივარცხნა. როგორც იქნა დაისვენეს თანამედროვე რუსეთის მამებმა იმ შემაწუხებელი ქავილისაგან, რასაც რუსეთის “არაკეთილმოსურნეები” აღვივებდნენ საქართველოზე, როგორც წარმატებულ და მისაბაძ მაგალითზე აპელირებით. ჩვენი უბადლო ჭკუათმყოფელი, უკან არ იხევს და ასეთ დალაგება აღდგენასაც მიესალმება და უხარია, რომ ჩვენ აღარ ვართ რუსეთთან უთანხმოების წყარო და ამხანაგი კარასინი უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რაღაც ფორმით მაინც გამოდის კავშირზე. ფაქტი ისაა, რომ ორიდან ერთს მაინც მოწონს, სადაც ვართ.

3-06-2014, 20:13 | პოლიტიკა | ნანახია - 1800

საბჭოური ცხოვრების წესი - მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი I)

ზურა ოდილავაძე

 

,,კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს” – ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი- ,,გზა ბატონყმობისაკენ”

 

   შესავალი

 

   საქართველოში ბევრს დაავიწყდა ბოლშევიზმის ძალადობრივი არსი და წარსული ეპოქიდან მხოლოდ იდეალიზირებული კეთილდღეობა ახსოვს. ზედმეტად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ  ამჟამად საბჭოთა კავშირის არა მხოლოდ სამართალმემკვიდრე, არამედ პოლიტიკური და იდეური გამგრძელებელი დღევანდელი რუსეთია. ჩვენდა სამწუხაროდ და სავსებით ლოგიკურად ეს ,,გულმავიწყი” ადამიანები საბჭოთა ნოსტალგიის განმკურნებლად დღესაც ჩრდილოელ მეზობელს მოიაზრებენ, იმაზე კი თვალს ხუჭავენ, რომ საბჭოური ,,შპროტიანი” მაძღრობა, უამრავი პატიმრის მონური შრომისა და მილიონობით განადგურებული სიცოცხლის ფასად, მთელი თაობების ინდივიდუალური სწრაფვების დათრგუნვისა და მანკიერი კოლექტიური მორალის დანერგვის გზით აღმოცენდა.

3-06-2014, 20:12 | ბლოგები | ნანახია - 3959
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია