საზოგადოება ”ივერიის” განცხადება რუსეთ-საქართველოს მაგისტრალური რკინიგზის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა ხელისუფლებაში მოსვლის  დღიდან გახდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთერთი  პოლიტიკური გზავნილი. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დიდი სურვილის  მიუხედავად, ამ იდეამ  საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებრიობის  ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა საკითხის საჯარო განხილვა გადაედო. თუმცა, ამ საკითხის დღის წესრიგში მოულოდნელმა და დაჟინებულმა შემოტანამ საზოგადოებაში დატოვა განცდა, რომ  ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი კვლავ ამოტივტივდებოდა, რადგან მის ირგვლივ იგრძნობოდა რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგის არსებობა.

24-06-2014, 17:44 | პოლიტიკა | ნანახია - 3791

კიდევ ერთხელ „სომხურ-ქართული“ რკინიგზის შესახებ

თორნიკე შარაშენიძე

 

 

ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვხვდება ჩაუძირავი ფენომენები. ჩაუძირავი ფენომენია ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი საქციელითა და მოღვაწეობით ისე შეირცხვენს თავს, რომ თითქოსდა საზოგადოებაში გამოჩენისაც კი უნდა რცხვენოდეს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი პოლიტიკაში იოლად ბრუნდება...

24-06-2014, 17:29 | კომენტარები | ნანახია - 2590

აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

ზურაბ ოდილავაძე

 

„კარგ სტილს ლიუციფერისა და ანგელოზის ურთიერთგადაძახილი წარმოშობს“ – კაკი  გაწერელია.

 აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

   გამომცემლობა ,,ინტელექმა“ დასტამბა აკაკი გაწერელიას ,,ჩემი სოლილოკვიო. ჩანაწერები“ (სილილოკვიო – საკუთარ თავთან საუბარი, მონოლოგი). აკაკი გაწერელია (1910 - 1996წწ.) გახლავთ გამოჩენილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, მრავალი მონოგრაფიისა და ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი. მე, როგორც მისი ქალ- ვაჟის ახლო მეგობარი, პირადად ვიცნობდი ამ დიდ პიროვნებას და სწორედ მისგან გავიგე, რამდენი ბოროტება იმალებოდა საბჭოური ტოტალიტარიზმის წიაღში. წიგნის შემდგენელ -რედაქტორები – მეცნიერის ქალიშვილი დუდა გაწერელია და იოსებ ჭუმბურიძე – წინასიტყვაობაში წერენ: ,,ის გვიჩვენებს, თუ რა რთული ცხოვრება გაიარა ჭეშმარიტად ევროპული რანგის მეცნიერმა, რომელსაც გამუდმებით ებრძოდნენ, ხელს უშლიდნენ, აბეზღებდნენ და მაინც ყველაფერს გაუძლო და აღასრულა ის, რასაც წერდა: ,,მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამარეში“.

24-06-2014, 17:13 | წიგნები | ნანახია - 3019
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია