აფხაზური გადატრიალების შესახებ

აფხაზური გადატრიალების შესახებ დავით ლაცუზბაია

 

მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

 აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ანქვაბის გადადგომის   მიზეზები მხოლოდ კორუფცია, რუსული ფულების არამიზნობრივი ხარჯვა,  უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, სოციალ-ეკონომიკური  პრობლემები და  მმართველობის ხისტი სტილი არ არის, არამედ  ისიც, რომ მან ხელი არ მოაწერა  რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას რუსეთთან ასოცირების შესახებ.

12-06-2014, 15:58 | კომენტარები | ნანახია - 1499

გ.ვაშაძე, გ.ჯაფარიძე და ა.ბარნოვი პროექტში "აგორა"

გ.ვაშაძე, გ.ჯაფარიძე და ა.ბარნოვი პროექტში "აგორა"გ.ვაშაძე, გ.ჯაფარიძე და ა.ბარნოვი პროექტში "აგორა"

11-06-2014, 18:45 | ვიდეო ბლოგები, ინტერვიუ | ნანახია - 1604

“გაზპრომის” მეგაკონტრაქტის მეგაპრობლემები და ევრაზიული მანევრი

მამუკა გამყრელიძე

 

   4 ივნისს ასტრახანში ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სათბობ-ენერგეტიკული კომისიის სხდომა, რომელსაც ზოგიერთმა რუსმა ანალიტიკოსმა რევოლუციურიც კი უწოდა. ერთი შეხედვით, ეს სხდომა, რომელსაც სპეციალისტები მთელი წელი ელოდნენ, მართლაც უაღრესად საინტერესო გამოდგა. სხდომას ესწრებოდა რუსეთის მთელი ენერგეტიკული ისტებლიშმენტი, მაგრამ არ იყო ალექსეი მილერი, რომელიც ამ დროს ბერლინში უკრაინელებს ევაჭრებოდა. “გაზპრომის” ინტერესებს მის არყოფნაში ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდა, რაც არავისთვისაა გასაკვირი. მიუხედავად ამისა, მთავარ მოქმედ გმირად მოგვევლინა “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. ამ შეხვედრის “რევოლუციური” სტატუსი სწორედ მისი შემოთავაზებების დამსახურებაა. განხილული საკითხებიდან მე ორ უმთავრესს გამოვყოფდი - რუსეთის გაზის ბაზრისა და სატრანსპორტო ქსელების ლიბერალიზაციის დასაწყისს და საგადასახადო მანევრის გარშემო შექმნილ კამათს.

11-06-2014, 17:42 | მსოფლიო | ნანახია - 1972

“ივერია” ერთი წლისაა

ზუსტად ერთი წლის წინ "ივერიის" პირველი ნომერი დაიდო ინტერნეტში, და ჩვენ, "ივერიის" დამფუძნებლებმა, ის ნომერი სარედაქციო სტატიით დავაანონსეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: გაზეთს გაუჩნდა ერთგული მკითხველი, მის ვირტუალურ ფურცლებზე გამოთქმული აზრი საინტერესო გახდა ფართო საზოგადოებისთვის, კოლეგებმა ქართული მას-მედიიდან დიდი დახმარება გაგვიწიეს რჩევით და თანადგომით, შემოგვემატა პროფესიონალი ავტორები, მხარი აგვიბა უამრავმა მეგობარმა დვანსა და დიცში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში, ნამდვილი პატრიოტები შემოუერთდნენ ჩვენს აქციას კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ.

10-06-2014, 00:00 | ... | ნანახია - 1228

ვასიკო, დათო და ზაზა

ნათია მეგრელიშვილი

ვასიკო,  დათო და ზაზა

დაუვიწყარი შოუ მოაწყო ამ სამეულმა გასულ წელს აწ განსვენებულ “მეცხრე არხზე”. ვასიკო მაღლაფერიძემ მიიწვია დათო მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი ნადიმზე, რომელსაც სახელად „მიშას აფორიზმები“ დაარქვა.

 

 

9-06-2014, 23:19 | ბლოგები | ნანახია - 2467

69-13

69-13გიგი კუბლაშვილი

გია ჯაფარიძე 

 

6 ივნისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 69 ხმით 13-ის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას შეეხება. რეზოლუციას არ აქვს აღსრულების სავალდებულო ხასიათი, ის ჰუმანიტარული შინაარსისაა, თუმცა მისი პოლიტიკური ქვეტექსტი ანგარიშგასაწევია.

8-06-2014, 21:00 | პოლიტიკა | ნანახია - 1571

ფედერალიზმი რუსულად

ფედერალიზმი რუსულადგიორგი გორაძე

 

რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციის პირველივე მუხლი აცხადებს, რომ რუსეთი არის დემოკრატიული, ფედერაციული, სამართლებრივი სახელმწიფო, რესპუბლიკური მმართველობის ფორმით, თუმცა რუსული დემოკრატია და ფედერალიზმი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთი სრული ცენტრალიზა­ციისა და ავტორიტარიზმისაკენ წავიდა.

8-06-2014, 21:00 | ბლოგები | ნანახია - 1793

საბჭოური ცხოვრების წესი – მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი II)

ზურა ოდილავაძე

 

Прошла зима, настало лето - Спасибо Партии за Это! - XX საუკუნი 70-იანი წლები, ხალხური 

 

I. მორალი

 

   წერილის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, რომ საბჭოური ცხოვრების წესი გულისხმობდა კოლექტივიზმსა და ტოტალურ იდეოლოგიურ კონტროლს, მათგან გამომდინარე შიშსა და მორჩილებას. ყოველივე კი ეფუძნებოდა ძალადობას, რომელიც დროთა განმავლობაში (XX საუკუნის 50-იანი წლებიდან) აღარც კი შეიქნა საჭირო, რადგან მონური მენტალიტეტის ჩამოყალიბებასთან ერთად, შიშმა თვითგანახლებადი, თვითშენარჩუნებადი ხასიათი შეიძინა.

8-06-2014, 19:57 | ბლოგები | ნანახია - 3719

აფხაზური გამბიტი

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე

 

     მოჭადრაკეებმა იციან, გამბიტი საჭადრაკო პარტიის ისეთი დასაწყისია, სადაც სწირავენ პაიკს ან ფიგურას თამაშის თავიდანვე გასამწვავებლად, უპირატესობის და ხელსაყრელი მდგომარეობის მისაღებად. გამბიტი  იტალიურიდან კვანტის დადებას ნიშნავს.

 

 ბოლო დღეების სოხუმის მოვლენები გამბიტურ სანახაობას ჰგავს.  საოკუპაციო რეჟიმის მეთაური ანქვაბი მოსკოვმა გაწირა და აპირებს მოიყვანოს ხაჯიმბას ჯგუფი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს სეპარატისტულ ოლიმპზე აბობღებას.  ერთი შეხედვით, თითქოს კვანტის ადრესატიც ცხადია და მისი დამდების მისწრაფებებიც. სამიზნე საქართველოა, ხოლო სასურველი შედეგი - ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება, გალში დაჩენილი ქართველების მორიგი წმენდა და ენგურს გამოღმა გამოყრა იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალონ დასავლეთისაკენ სვლაში,  ევროკავშირისა და ნატოსაკენ.

 

8-06-2014, 18:29 | კომენტარები | ნანახია - 1054

უკრაინა: ღირსების რევოლუცია გრძელდება

პრეზიდენტი ოჯახის კონტროლქვეშ

 

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაგურაციით უკრაინული „ღირსების რევოლუციის“ პირველი ფაზა ფორმალურად დასრულდა. ვადამდელი არჩევნების შედეგად ხალხმა პირველსავე ტურში დაასახელა თავისი ახალი ლიდერი, რომელსაც უახლეს ხანში ურთულესი პრობლემები აქვს გადასაჭრელი.  დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით და თანაც იმ დროს, როცა ოკუპირებულია ყირიმი, ცეცხლშია გახვეული დონბასი, უმოქმედოა უზენაესი რადა, მოშლილია სახელმწიფო მართვის სისტემა, ცარიელია ხაზინა. ხმების იმ 55 პროცენტი, რომელიც მან არჩევნებზე მოაგროვა, ეკუთვნის არა მარტო მის მომხრეებს, არამედ მათაც, ვისაც სძულს იანუკოვიჩი, პუტინი, კომუნისტები, რეგიონები, კორუფცია. პეტრო პოროშენკო ამჟამად უკრაინელთა იმედების სიმბოლოა და  ამიტომ მას მოუწევს შინაურ თუ გარეშე ოპონენტებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. პეტრო პოროშენკო პირველი ლეგალური მილიარდერია უკრაინის ყოფილ და ახლანდელ ხელისუფალთა შორის და იაროსლავ ბრძენის, ბოგდან ხმელნიცკის, ივან მაზეპასა და მიხეილ გრუშევსკის შემდეგ ყველა განათლებულ მმართველად მიიჩნევა. ოთხი შვილის მამას თვითონაც მამა ცოცხალი ჰყავს, რომელიც უკრაინის გმირია და ჯერ კიდევ განაგრძობს სამეურნეო საქმიანობას. ალექსი პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი ოჯახის მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რათა მან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და მისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა გაამართლოს.როგორც საღამოსთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის კონტროლიორთა რიცხვი გაიზარდა: ამ ღირსსახსოვარ დღეს მას შვილიშვილი შეეძინა.

 

8-06-2014, 17:14 | მსოფლიო | ნანახია - 1246

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია