რა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს სინამდვილეში - ოღონდ, არა თეორიულად

ნიკა რურუა

 

ცოტა არ იყოს დამღალა და გამაღიზიანა ამდენმა მარჩიელობამ თუ ვინ მოაწერს ხელს - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი - ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ მოკლე წერილის თქვენთვის შემოთავაზება, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პრესისა და საზოგადოების უმრავლესობა მდარე ხარისხის ‘საპნის ოპერად’ უყვარს ყველა საკითხისა და სიტუაციის გადაქცევა, მიუხედავად ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანებისა თუ სერიოზულობის.

5-06-2014, 23:46 | პოლიტიკა | ნანახია - 3760

სლავიანსკიდან თეირანამდე

სლავიანსკიდან თეირანამდეგია ჯაფარიძე

ალექსი ჩხიკვაძე

 

მე-18 საუკუნიდან დაწყებული სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს და პოლიტიკურ სიტუაციას  დიდწილად განაპირობებდა რუსეთის, თურქეთისა და ირანის ურთიერთობები, მათი ინტერესები და პოზიციები. ამ მხრივ არც დღეს შეცვლილა მდგომარეობა და დღევანდელი გლობალური გეოპოლიტიკური გადანაწილების კონტექსტში რუსეთის, თურქეთის და ირანის მომავალი როლი და ფუნქცია, მათი შემდგომი გაძლიერება თუ დასუსტება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხს.

5-06-2014, 19:47 | პოლიტიკა | ნანახია - 2787

საუბრები დიასპორასთან: გიორგი მამულია

საუბრები დიასპორასთან: გიორგი მამულიასაუბრები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან გია კავკასიძესთან ერთად.

 

დღევანდელი სტუმარია: გიორგი მამულია

5-06-2014, 00:19 | Iveria Global | ნანახია - 4748

ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერად

ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერადმამუკა გამყრელიძე

 

 რამდენიმე დღის უკან თბილისში, კანცელარიის წინ, ხალხმრავალი აქცია ჩატარდა. აქციის მიზანი კანაბისის ანუ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია გახლდათ. აქციას თქვენი მონამორჩილიც დაესწრო და სურვილი გაუჩნდა თავისი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მოგახსენოთ.

4-06-2014, 12:43 | კომენტარები | ნანახია - 1598

Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*

Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

2014 წლის 2 ივნისს გერმანიის კანცლერმა განაცხადა: "...MAP-ის საკითხი NATO-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება". "...ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატავად", - დაამატა მან. უკაცრავად, გოეთეს და ქ-ნი მერკელის ენას არ ვფლობ, ამიტომ ამ ციტატის მოყვანა ქართულ პრესაზე დაყრდნობით მიწევს.

3-06-2014, 20:13 | პოლიტიკა | ნანახია - 2286

საოცნებო “ფინლანდიზაცია”

საოცნებო “ფინლანდიზაცია”კოტე იოსელიანი

 

რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ივანიშვილისეული მეთოდი ისეთივე უნიათო გამოდგა, როგორც “ქართული ოცნებისეული” დემოკრატიით გაოცებული ევროპა. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ კრემლისთვის სიტუაცია ნამდვილად დალაგდა და დაივარცხნა. როგორც იქნა დაისვენეს თანამედროვე რუსეთის მამებმა იმ შემაწუხებელი ქავილისაგან, რასაც რუსეთის “არაკეთილმოსურნეები” აღვივებდნენ საქართველოზე, როგორც წარმატებულ და მისაბაძ მაგალითზე აპელირებით. ჩვენი უბადლო ჭკუათმყოფელი, უკან არ იხევს და ასეთ დალაგება აღდგენასაც მიესალმება და უხარია, რომ ჩვენ აღარ ვართ რუსეთთან უთანხმოების წყარო და ამხანაგი კარასინი უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რაღაც ფორმით მაინც გამოდის კავშირზე. ფაქტი ისაა, რომ ორიდან ერთს მაინც მოწონს, სადაც ვართ.

3-06-2014, 20:13 | პოლიტიკა | ნანახია - 1800

საბჭოური ცხოვრების წესი - მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი I)

ზურა ოდილავაძე

 

,,კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს” – ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი- ,,გზა ბატონყმობისაკენ”

 

   შესავალი

 

   საქართველოში ბევრს დაავიწყდა ბოლშევიზმის ძალადობრივი არსი და წარსული ეპოქიდან მხოლოდ იდეალიზირებული კეთილდღეობა ახსოვს. ზედმეტად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ  ამჟამად საბჭოთა კავშირის არა მხოლოდ სამართალმემკვიდრე, არამედ პოლიტიკური და იდეური გამგრძელებელი დღევანდელი რუსეთია. ჩვენდა სამწუხაროდ და სავსებით ლოგიკურად ეს ,,გულმავიწყი” ადამიანები საბჭოთა ნოსტალგიის განმკურნებლად დღესაც ჩრდილოელ მეზობელს მოიაზრებენ, იმაზე კი თვალს ხუჭავენ, რომ საბჭოური ,,შპროტიანი” მაძღრობა, უამრავი პატიმრის მონური შრომისა და მილიონობით განადგურებული სიცოცხლის ფასად, მთელი თაობების ინდივიდუალური სწრაფვების დათრგუნვისა და მანკიერი კოლექტიური მორალის დანერგვის გზით აღმოცენდა.

3-06-2014, 20:12 | ბლოგები | ნანახია - 3959

ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკა

ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკამამუკა კუდავა

 

გაპრემიერებისას ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ ჟურნალისტს უთქვამს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი თქვენ კი არა, კანდიდ ჩარკვიანი იყოო. და დაუზუსტებია - ირაკლი ჩარკვიანის ბაბუაო. „ინტერვიუ მამასთან“ წიგნის ავტორმა, გელა ჩარკვიანმა, ხუმრობით მითხრა: „ირაკლი კი უყვარდა მამაჩემს, მაგრამ საკუთარ თავზე ასეთი დეფინიცია რომ გაეგო, გაგიჟდებოდაო“.

2-06-2014, 23:38 | წიგნები | ნანახია - 4274

To Halt Putin Stand Closer

To Halt Putin Stand Closerთორნიკე შარაშენიძე

 

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებაზე დავა ”ქართული ოცნების ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ მორჩენილა. ამ დავაში ოპტიმისტები და კოალიციის მომხრეები ერთ მყარ არგუმენტს იშველიებენ მთავრობის პროდასავლურობის დასამტკიცებლად: მართალია, პარლამენტში ”ოცნების” სიით საკმაოდ ბევრი პრორუსი და ბევრი უბრალოდ ბნელი გავიდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ამ ხალხს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აკარებენ (ეს ბოლო არგუმენტი პირადად მეც გამომიყენებია) და მთავრობაში ამინდს მაინც პროდასავლური ძალები ქმნიან. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ საგარეო, თავდაცვისა და ნატოსთან ინტეგრაციის სფერო ე.წ. ალასანიას გუნდს აქვს ჩაბარებული, რომლის პროდასავლურობაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს.

2-06-2014, 23:02 | პოლიტიკა | ნანახია - 2021

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია