შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

 

შალვა ძიძიგური

 

რამდენიმე კვირის წინ, გავლენიან ამერიკულ ჟურნალ „Foreign Policy” - ში გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით „გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც უკრაინას შეუძლია მოიგოს“ (A Stalemate Ukraine can win ).

 

სტატიის ავტორი, რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდერ მოტილი დებალცოვოს ბრძოლის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე, ძირითადად, ორი განსხვავებული მოსაზრებაა გავრცელებული: დასავლური მედია მას უკრაინის ხელისუფლების მძიმე მარცხად მიიჩნევს და ამ ბრძოლას ხშირად მოიხსენიებს, როგორც „განადგურება დებალცოვოში“ (Debaltseve Debacle). ამის საპირისპიროდ, უკრაინის ზოგიერთი უმაღლესი სახელისუფლო პირი ამტკიცებს რომ დებალცოვო იქცა „რუსეთის გარდაუვალი მარცხის მაუწყებელ დიდ სიგნალად“.

 

31-03-2015, 23:55 | პოლიტიკა | ნანახია - 1709

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 76 წელი შეუსრულდებოდა. ტრაგიკული ბედი ერგო წილად კონსტანტინეს ვაჟიშვილს: ადრეული ასაკიდან სამშობლოს სიყვარულს ნაზიარებმა ურთულესი და უმძიმესი ცხოვრების გზა განვლო და საქართველოს ისტორიაში არაერთაზრვანი ადგილი დაიმკვიდრა.

31-03-2015, 00:13 | კომენტარები | ნანახია - 1089

გრძელი რეპლიკა

ზურაბ ბახტაძე

 

საბჭოთა ეპოქაში არსებობდა ასეთი სტატისტიკა: თბილისის ყოველი ზრდასრული მცხოვრები, წელიწადში ერთხელ თბილისის რომელიმე თეატრის ერთ სპექტაკლზე მაინც რომ მისულიყო, თბილისის თეატრები წლის გეგმას შეასრულებდნენ, მაგრამ ასე არ ხდებოდა. თეატრში ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადიოდა, სხვები კი მაშინ აქტიურდებოდნენ, როდესაც მოსკოვიდან საკავშირო პრესა და ტელევიზია მთელ საბჭოთა კავშირს ამცნობდა, რომ ქართულმა თეატრმა მოსკოველ მაყურებელს შედევრი ან შედევრთან მიახლოებული სპექტაკლი წარუდგინა. ამას კი მოჰყვებოდა წარმატებული გასტროლები საზღვარგარეთ და ამ წარმატებით ჯერ გაკვირვებული და მერე გახარებული ქართველი მაყურებლის გააქტიურება. ეს რაღაც დოზით იმას ჰგავდა, ფიროსმანის შემოქმედების მასშტაბი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, უცხოელებმა რომ დაგვანახვეს. დღეს კი უცხოელების მიერ ნაქებ სპექტაკლებზეც ბევრი არავინ იკლავს თავს.

30-03-2015, 15:19 | კულტურა | ნანახია - 1926

ზოგი რამ გეოპოლიტიკაზე და არა მარტო

ზოგი რამ გეოპოლიტიკაზე და არა მარტო

 

მართა იამანიძე

 

გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსსა და საერთაშორისო აქტორების მისწრაფებაზე დაეპატრონონ ან მოიპოვონ გავლენა ცალკეულ ტერიტორიაზე ბევრი კლასიკოსი მკვლევარის ნაშრომი არსებობს. როგორც იტყვიან, არ გავკადნიერდები, მეჰენისა და მაკინდერის თეორიებს ჩემი ნააზრები დავუპირისპირო. და არც ამ მრავალჯერ გამოხვანებულ თეორიებში ჩაღრმავებით შეგაწყენთ თავს. სტატიის თემას ამ თეორიების არასათანადო ინტერპრეტაცია და მათი საშუალებით სახელმწიფოთა (გულახდილად ვთქვათ - ერთი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის) პოლიტიკური მიზნების გამართლება წარმოადგენს.

 

29-03-2015, 11:35 | --- | ნანახია - 1355

,,ავღანური მახე“ - ამერიკელები დროებით რჩებიან ...

გიგი კუბლაშვილი

 

საქართველოში არსებულმა მძიმე პოლიტ-ეკონომიურმა კრიზისმა, დროებით არააქტუალური გახადა ჩვენგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიიმდინარე გლობალური ხასიათის ამბები. რამდენიმე დღის წინ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, თავისი კოლეგის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიწვევით. ობამამ, პრეზიდენტ განის ხან პრეზიდენტი ყარზაი უძახა, ხანაც ხამიდ ყარზაი. თუმცა პრეზიდენტი განი, როგორც აღმოსავლური დიპლომატიური სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს შეეფერებოდა, ემოციების გარეშე და ღიმილის თანხლებით აგრძელებდა “სუპერ სახელმწიფოს” ლიდერთან საქმიან საუბარს.

 

 

29-03-2015, 11:12 | მსოფლიო | ნანახია - 1934

რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

 

გიორგი იმედაშვილი

 

ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა ამ კვირაში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. კოპენჰაგენში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ვანინმა განაცხადა, რომ თუკი დანია „ნატოს“ ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემას შეუერთდება, დანიის სამეფო ფლოტი რუსული ატომური რაკეტების სამიზნედ იქცევა. რასაკვრიველია, ამ განცხადებას დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

28-03-2015, 00:52 | მსოფლიო | ნანახია - 1810

ნარკოტიკების ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაცია

ზურა ოდილავაძე

 

I. საბჭოური მემკვიდრეობა

 

ნარკომანიის გავრცელების პრობლემა, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მისი მიჩქმალვით დაიწყო. ,,მორალურად სპეტაკ” სსრკ-ში ნარკომანია, მხოლოდ ,,ძირგამომპალი” დასავლეთის ,,წყლულად” განიხილებოდა - ,,კომუნიზმის მშენებლობით” ,,დაკაიფებულ” ახალგაზრდას ნარკოტიკებით გაბრუების სურვილი არც უნდა გასჩენოდა. საბჭოური ფარისევლობისა და მექრთამეობის საფარქვეშ, 60-იანი წლების დასაწყისში, ნარკომანიის ,,მეტასტაზებმა”, კრიმინალური სფეროდან სტუდენტურ წრეებში გადაინაცვლა და მყარი ფესვები გაიდგა. ნარკოტიკების მიღება ტოტალიტარული რეჟიმისადმი პროტესტის, პიროვნების თავისუფლების ატრიბუტად იქცა - ნარკომანია მოწინავეობის მაჩვენებელი შეიქნა.

 

26-03-2015, 22:48 | კომენტარები | ნანახია - 6987

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 1

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 1

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 1

25-03-2015, 16:13 | ვიდეო ბლოგები | ნანახია - 2341

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 2

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 2

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" - ნაწილი 2

25-03-2015, 16:10 | ვიდეო ბლოგები | ნანახია - 1686

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი სტუმრად ივერიაში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი სტუმრად ივერიაში 

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლორა თორნტონი სტუმრად ივერიაში

25-03-2015, 15:46 | --- | ნანახია - 567

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია