ნარკოტიკების ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაცია

ზურა ოდილავაძე

 

I. საბჭოური მემკვიდრეობა

 

ნარკომანიის გავრცელების პრობლემა, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მისი მიჩქმალვით დაიწყო. ,,მორალურად სპეტაკ” სსრკ-ში ნარკომანია, მხოლოდ ,,ძირგამომპალი” დასავლეთის ,,წყლულად” განიხილებოდა - ,,კომუნიზმის მშენებლობით” ,,დაკაიფებულ” ახალგაზრდას ნარკოტიკებით გაბრუების სურვილი არც უნდა გასჩენოდა. საბჭოური ფარისევლობისა და მექრთამეობის საფარქვეშ, 60-იანი წლების დასაწყისში, ნარკომანიის ,,მეტასტაზებმა”, კრიმინალური სფეროდან სტუდენტურ წრეებში გადაინაცვლა და მყარი ფესვები გაიდგა. ნარკოტიკების მიღება ტოტალიტარული რეჟიმისადმი პროტესტის, პიროვნების თავისუფლების ატრიბუტად იქცა - ნარკომანია მოწინავეობის მაჩვენებელი შეიქნა.

 

26-03-2015, 22:48 | კომენტარები | ნანახია - 7820
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია