,,რუსული სამყაროს’’ ანატომია (ნაწილი 1)

,,რუსული სამყაროს’’ ანატომია (ნაწილი 1)

 

ნუკრი ხევცურიანი

 

2007 წლის 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.პუტინის N 796 განკარგულებით შეიქმნა ფონდი ‘’რუსული სამყარო’’, რომელიც დარეგისტრირდა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ფონდის დამფუძნებლებად მოგვევლინენ, არც მეტი არც ნაკლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს არ გამორჩენიათ კრიტიკოსებს, რომლებმაც მაშინვე მონათლეს, როგორც პუტინის ახალი მზაკვრული გეგმა. ხოლო დასავლეთში დიდად არავის შეუბერტყია ყური. იქ პუტინის ეს ნაბიჯი აღქმული იქნა, როგორც რიგითი შიდა მოხმარების პროდუქტი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა ძალიანაც ცდებოდნენ. ფონდი უახლოეს მომავალში ტრანსფორმირდა კრემლის იმპერიული ამბიციების რეალიზების უმთავრეს იარაღად.

6-04-2015, 14:23 | პოლიტიკა | ნანახია - 1966

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

 

გიორგი ბადრიძე

 

2015 წლის 7 მაისს დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს ქვეყანა საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შედეგი ჩვენთვის საყურადღებოა.

 

წესით, დევიდ კამერონს, კონსერვატიული პარტიისა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კოალიციური მთავრობის მეთაურს, სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეს - მისი ხუთწლიანი მმართველობის განმავლობაში ბრიტანეთი გამოვიდა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და ინფლაცია ნულზე დავიდა, მშპ-ს ზრდა მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდია, შეიქმნა უპრეცედენტო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდა რეალური შემოსავალი, ისტორიულ მინიმუზე დავიდა საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთი, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, ისევე, როგორც ექიმების რიცხვი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.

 

6-04-2015, 09:41 | მსოფლიო | ნანახია - 1389
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია