„ამერიკული ოცნების“ საპირწონედ შემოგდებული „რუსული ოცნება“!

დავით ნებიერიძე

 

საქართველოში პოლიტიკური ვითარება 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება. საყოველთაო საარჩევნო უფლება, კი დემოკრატიის ქვაკუთხედია! და თუ, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, რომ განუხრელად ვადგავართ მდგრადი დემოკრატიის შენების გზას, მაშინ ეს უფლება მთავარი პოლიტიკური აზიმუტი უნდა იყოს, როგორც ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის! თუმცა, დემოკრატიული არჩევნების პრინციპი, მხოლოდ ნებისა და საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების დეკლარირება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა წესებით და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა ეს უფლება. ამიტომ, დემოკრატია პირველ რიგში დემოკრატიული გარემოს შექმნა და საერთო დემოკრატიული ფასეულობების რეალიზებაა. 

 

15-04-2015, 12:36 | მსოფლიო | ნანახია - 2333
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია