ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

 

დავით ნებიერიძე

 

სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას არა აქვს სათანადო თეორიული ცოდნა მაინც, რომ ადეკვატურად გაანალიზოს ეროვნული ვალიუტის დევალვაციის ზემოქმებება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე! ამიტომ, ერთად–ერთი, რაც შეიძლება იფიქროს ეკონომიკაში სათანადო კომპეტენციის მქონე ნებისმიერმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, არის ის, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე არგუმენტები, რის გამოც მთავრობა და კერძოდ ფინანსთა სამინისტრო არ თანხმდება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას!

29-04-2015, 22:57 | ეკონომიკა | ნანახია - 2131

თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომა არის ყველაფერი ასე ცუდად?

თემურ ავალიანი

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის ერთი თვის თავზე (2011 წლის 1 ნოემბერი), მე გავუგზავნე მას ღია წერილი, რომელშიც მადლობას ვუხდიდი მას ფასდაუდებელი ქველმოქმედებისთვის ქართველი ერის წინაშე, მაგრამ გამოვთქვამდი ჩემს ეჭვებს მისი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობის წარმატებაში. ამის საფუძველს მაძლევდა მისი მიმართვები და ინტერვიუები, გადაჭარბებული და თითქმის შეუსრულებადი დაპირებები. უფრო მეტიც – მე პირდაპირ ვწერდი, რომ ის შორს იყო დიდი პოლიტიკისგან, განსაკუთრებით მისი „ბინძური“ ნაწილისგან (ყოველ შემთხვევაში მე მაშინ ასე მეჩვენებოდა) და ვურჩევდი არ გასვრილიყო ამ სიბინძურეში. თუმცა პირველი ნოემბრის მისი პრესკონფერენციის შემდეგ, იქვე მინაწერში, მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის საქართველოში თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, რუსული ინტერესების გამტარებელი იქნებოდა.

 

29-04-2015, 13:07 | პოლიტიკა | ნანახია - 2260
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია