FB სტატუსი - ნიკა რურუა

ფაქტიურად, ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომელიც მართლაც დიდმა იაკობმა დაგვიტოვა.

24-04-2015, 12:50 | კომენტარები | ნანახია - 863

„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

 

დავით ნებიერიძე

 

ბუნება იდეალურად არის მოწყობილი და ყოველი სულიერი, მხოლოდ მისი არსებობისთვის შესაფერის გარემოში ცხოვრობს კომფორტულად. ადამიანიც ამ სამყაროს ნაწილია და იგივე კანონებს ემორჩილება. სოციუმებიც შესაბამისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით ყალიბდება. მაგრამ, ეხლა საბუნებისმეტყველო კანონებზე კი არ მინდა ვისაუბრო, არამედ ახსნა მოუძებნო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პროცესებს. პოსტშევარდნაძისეულ პერიოდში, საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური ცვლილებების შემდეგ, მე პირადად მქონდა მკაფიო განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს ისეთი გარემო ყალიბდებოდა საქართველოში, სადაც ადამიანი ლაღად, მომავალში დარწმინებული იცხოვრებდა და შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. 

23-04-2015, 23:27 | კომენტარები | ნანახია - 1422

სამართლთლიანობის აღდგენის საშუალებებით მიღწეული კანონის უზენაესობა თუ ახალი დანაშაული?

სამართლთლიანობის აღდგენის საშუალებებით მიღწეული კანონის უზენაესობა თუ ახალი დანაშაული?

 

გიორგი გამრეკელი

 

თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა დისკუსიაში ან უბრალოდ სმენია იმ მსჯელობის შესახებ, რომ საქართველომ ვერა და ვერ დააღწია თავი შეცდომების ერთსა და იმავე წრეზე სიარულს, რომ საზოგადოების შეგნება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე სუფრასთან წარმოთქმული სამშობლოს სადღეგრძელო, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავაც საკმაო დოზით შეინიშნება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის მოუმწიფებლობა.

23-04-2015, 23:06 | კომენტარები | ნანახია - 994

შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

 

დავით ნებიერიძე

 

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. მედია სივრცეში უკვე დაიწყო მწვავე დისკუსიები ამ ფაქტის ირგვლივ. რაღათქმაუნდა, ამ მოცემულობის ანალიზი და ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები პირველ რიგში პროფესიონალი ეკონომისტებისა და ფინანსისტების პრეროგატივაა. მაგრამ, ჩვენი ვალია რიგითი მოქალაქისთვის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში და როგორ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. ეს კი მაქსიმალურად გასაგებ ენაზე უნდა ითქვას!

22-04-2015, 13:38 | ეკონომიკა | ნანახია - 1809

ვის და რას უსმენს საქართველო

ვის და რას უსმენს საქართველო

 

ზურაბ ბახტაძე

 

232 წლის წინ ერთი კანონზომიერი რამ მოხდა; ირანისა და თურქეთის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო ერთმორწმუნე რუსეთს შეუერთდა. აქედან 12 წლის თავზე კი დაიწყო არაკანონზომიერი ქმედებების სერია. რუსებმა აღა მაჰმად ხანი შეგნებულად შემოუშვეს საქართველოში იმისათვის, რომ მას მაჰმადიანთა შიშით სამეფოს ქონის ამბიცია დაევიწყებინა და მომავალში რუსეთის გუბერნიობას დათანხმებოდა. მითუმეტეს, რომ ამის მაგალითი, სომხეთი, უკვე დიდი ხნის გაგუბერნიებული იყო.

 

22-04-2015, 13:22 | პოლიტიკა | ნანახია - 1950

ფიქრები კახა ბენდუქიძეზე და დღევანდელი რეალობა

დავით ნებიერიძე

 

გუშინ კახა ბენდუქიძის დაბადების დღე იყო. ყველაფრისთვის ნამდვილ ფასს მხოლოდ დრო ადგენს. შესაბამისად, მხოლოდ ამიტომ, ჯერ კიდევ არ გვესმის რაოდენ დიდი იყო ამ პიროვნების ფასი ქართულ რეალობაში და განსაკუთრებით მისი მომავლისთვის. თუ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და აქედან გამომდინარე მის სახელმწიფოებრიობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პიროვნება ის არის, ვინც სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად იცის რა არის საჭირო ამ ამოცანის გადასაჭრელად! ცოდნა კი სწორ ხედვას განსაზღვრავს. ცოდნაში ნუ იგულისხმებთ მხოლოდ განათლებას. ცოდნა განათლებისა და მენტალობის იდეალური სინთეზია. 

 

21-04-2015, 12:58 | ეკონომიკა | ნანახია - 1766

აშშ ამერიკის კონტინენტზე პოზიტიური ლიდერის როლს იმკვიდრებს

აშშ ამერიკის კონტინენტზე პოზიტიური ლიდერის როლს იმკვიდრებს

 

ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

ტრადიციული, ე.წ. „ამერიკების მე-7“ სამიტი, რომელიც ა.წ. 10-11 აპრილს გაიმართა პანამაში, სასიკეთოდ განსხვავებული გამოდგა წინა შეკრებებისაგან. ადრე ამ სამიტებზე აშშ, როგორც წესი, მწვავე კრიტიკის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა. კრიტიკა, ძირითადად, ლათინურ ამერიკული სახელმწიფოებსაგან მომდინარეობდა, რომლებიც კონტინენტის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. წლევანდელი სამიტი აშშ-ს პრეზიდენტმა უჩვეულო, დადებითი გმირის როლში დატოვა.

 

20-04-2015, 21:55 | მსოფლიო | ნანახია - 1554

საქართველოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია

საქართველოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია

თამარ მანჯავიძე

 

ბოლო ხანებში საკმაოდ პოპულარულია თემა გენდერული თანასწორობა. ხშირად გვესმის ლოზუნგები „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ხშირად გვესმის ქალთა დისკრიმინაციის მაგალითები სწორედ გენდერული ნიშნის გამო. ვსაუბრობთ გენდერის სხვადასხვა სახეებზე, როგორიცაა: გენდერული როლები, გენდერული ურთიერთობები, გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა, გენდერული სამართლიანობა, გენდერული ანალიზი, გედერული ბალანსი და ა.შ.

 

 

20-04-2015, 14:12 | კომენტარები | ნანახია - 11354

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია