ისლამური სახელმწიფო: რა ხდება ერაყსა და სირიაში

გიორგი იმედაშვილი

 

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მეოთხე წელი იწურება, თუმცა უახლოეს მომავალში მშვიდობის დამყრების იმედი ჯერ კიდევ არ ჩანს. ამ ომის მსხვერპლთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 250 ათას ადამიანს შეადგენს. ასობით ათასმა სირიელმა კი, სამშობლო იძულებით დატოვა და დღეს მათი უდიდესი ნაწილი თურქეთში, იორდანიაში, ეგვიპტესა და ლიბანში უდიდეს გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობს.

 

17-04-2015, 17:10 | მსოფლიო | ნანახია - 9974

უფასო ფულის არაჩვეულებრივი სიმსუბუქე

უფასო ფულის არაჩვეულებრივი სიმსუბუქე

 

ალექსანდრე ჩხიკვაძე

 

საბერძნეთი, თუმცა, ვწერთ საბერძნეთზე და ვგულისხმობთ საქართველოს.

 

მ.წ. 25 იანვრიდან ათენი მსოფლიოს მედიის და ევროპული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ულტრა-რადიკალური მემარცხენე პარტიის გამარჯვება გახდა. თავისთავად ეს ფაქტიც ყურადღების ღირსია - მანამდე ევროპულ პოლიტიკას რადიკალური მემარცხენეების მიერ არჩევნებში გამარჯვება არ ახსოვდა, ყოფილა კომუნისტური პარტიის წარმატება, მაგრამ არ ყოფილა კომუნისტებზე უფრო მემარცხენე ძალის მიერ არჩევნების მოგება და შესაბამისად მთავრობის ჩამოყალიბება.

 

16-04-2015, 15:30 | მსოფლიო | ნანახია - 2113

„ამერიკული ოცნების“ საპირწონედ შემოგდებული „რუსული ოცნება“!

დავით ნებიერიძე

 

საქართველოში პოლიტიკური ვითარება 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება. საყოველთაო საარჩევნო უფლება, კი დემოკრატიის ქვაკუთხედია! და თუ, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, რომ განუხრელად ვადგავართ მდგრადი დემოკრატიის შენების გზას, მაშინ ეს უფლება მთავარი პოლიტიკური აზიმუტი უნდა იყოს, როგორც ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის! თუმცა, დემოკრატიული არჩევნების პრინციპი, მხოლოდ ნებისა და საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების დეკლარირება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა წესებით და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა ეს უფლება. ამიტომ, დემოკრატია პირველ რიგში დემოკრატიული გარემოს შექმნა და საერთო დემოკრატიული ფასეულობების რეალიზებაა. 

 

15-04-2015, 12:36 | მსოფლიო | ნანახია - 2333

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რეაგირებას მოითხოვს

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რეაგირებას მოითხოვს

 

ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” მის მიერ ერაყისა და სირიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადის უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ - მასობრივად და საჯაროდ სიკვდილით სჯის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ტერორისტების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები, როგორებიცაა ქრისტიანები, შიიტები, ალავიტები, იეზიდები და ეთნიკური ქურთები.

14-04-2015, 15:06 | მსოფლიო | ნანახია - 10009

მოწამლული “საჩუქარი” რუსეთიდან

მოწამლული “საჩუქარი” რუსეთიდან

საქართველოს რეგიონების ფიზიკური ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ჩვენი მოსახლეობის ტვინების დატყვევებაზე მუშაობა. ამ ძალიან კონკრეტული მიზნისათვის კრემლის ძირითადი პროპაგანდისტული მანქანის “რია ნოვოსტის” ბაზაზე იქმნება ინტერნეტპორტალი. მ/წლის 3 აპრილს, დაანონსდა საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხისა და სქელტანიანი რუსულეონოვანი უფასო გაზეთის გამოცემა.

10-04-2015, 14:54 | პოლიტიკა, კომენტარები | ნანახია - 7440

ფრანსუა ოლანდი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

ფრანსუა ოლანდი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

 

შალვა ძიძიგური

 

2 მარტს, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი ქვეყანა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგია. როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტის ამ მოსაზრებამ ორგვარი რეაქცია გამოიწვია ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის მსურველ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი მონტენეგროსა და საქართველოში.

9-04-2015, 22:09 | პოლიტიკა | ნანახია - 1851

je suis მოზვერი

je suis მოზვერი

 

მარიამ მიქაძე

 

ყოველთვის ვერიდები ეკლესიის დღევანდელ რეალობაზე საჯაროდ აზრის დაფიქსირებას, დისკუსიებს და მით უმეტეს რაიმეს მტკიცებას.

 

არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის მეშინია ან ჩემი მოსაზრებების გამამყარებელი საბუთების ნაკლებობას ვუჩივი. არც იმიტომ, რომ საკრალიზებულ და ხელშეუხებელ თემად მიმაჩნია. არც იმიტომ, რომ განკიცხვის მეშინია. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე და სავალალო მიზეზები მაქვს ამისთვის:

 

8-04-2015, 22:03 | კომენტარები | ნანახია - 2517

საბჭოთა ეკონომიკით ევროპაში – მითები და რეალობა

დავით ნებიერიძე

 

როდესაც ქართულ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ და განვიხილავთ მისი დინამიკის პერსპექტივებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მაკროეკონომიკის ანი–ბანი და მაქსიმალურად რეალისტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მაკროეკონომიკური ვითარება. პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა მოცემულობაში ვართ და რა მემკვიდრეობა გვერგო საბჭოთა კავშირისგან. შემდეგ გავაანალიზოთ, თუ რა ტრანსფორმაცია განვიცადეთ დამოუკიდებლობის ომებითა და პოლიტიკური არასტაბილურობით გაჯერებულ მოკლე პერიოდში. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერებთ რეალურ ვითარებას და რეალურ პერსპექტივებს. და ეს ყველაფერი განსახილველია იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც ამჟამად იმყოფება საქართველო!

8-04-2015, 19:47 | ეკონომიკა | ნანახია - 1878

გრიგოლ ვაშაძე: რუსეთს ჰოკეის მსაჯის გარეშე ვეთამაშებით

გრიგოლ ვაშაძე: რუსეთს ჰოკეის მსაჯის გარეშე ვეთამაშებით

 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროპული პერსპეკტივის კუთხით რიგის სამიტზე რაიმე პროგრესს არ ელის და „ბრიუსელის დაბნეულობას“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს უკავშირებს. რატომ ფიქრობს, რომ ასეთი “აბსურდული საგარეო პოლიტიკა” საქართველოს არასდროს ჰქონია, რატომ “აევსო მოთმინების ფიალა” ბრიუსელს და როგორ აპირებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” არჩევნებში მონაწილეობას? ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტს“ საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა.

7-04-2015, 21:18 | პოლიტიკა | ნანახია - 1833

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადება საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური ნგრევის შედეგების შესახებ

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალნათლივ შეინიშნება ფუნდამენტური სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის უკიდურესად საშიში პროცესი.

 

ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ქვეყანაში მმართველი გუნდის სახით არასახელმწიფოებრივი მენტალიტეტის მატარებელი ადამიანების მოსვლა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე, რომელთათვის დამახასიათებელია არაკომპეტენტურობა, უპასუხისგებლობა და ნეპოტიზმი. ასეთი პირების მმართველ პოზიციებზე ყოფნამ გამოიწვია ანტისახელმწიფოებრივი და არაეთიკური ხედვების და მართვის სტილის სახელმწიფო უწყებების სიღრმეში ჩაღწევა.

 

7-04-2015, 16:15 | პოლიტიკა | ნანახია - 1325

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია