„Колода Грефа “

„Колода Грефа “

 

ხატია ჭილავა

 

მძიმე ეკონომიკური გამოწვევების პარალელურად მოსკოვში დღითიდღე მწვავდება ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისათვის. დაპირისპირების მთავარ მიზეზს და სამიზნეს პრემიერ-მინისტრის პოსტი წარმოადგენს. ის, ვინც დაარწმუნებს პუტინს საკუთარი ეკონომიკური კურსის სისწორეში, დიდი ალბათობით დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

7-04-2015, 09:58 | ეკონომიკა | ნანახია - 1722

,,რუსული სამყაროს’’ ანატომია (ნაწილი 1)

,,რუსული სამყაროს’’ ანატომია (ნაწილი 1)

 

ნუკრი ხევცურიანი

 

2007 წლის 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.პუტინის N 796 განკარგულებით შეიქმნა ფონდი ‘’რუსული სამყარო’’, რომელიც დარეგისტრირდა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ფონდის დამფუძნებლებად მოგვევლინენ, არც მეტი არც ნაკლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს არ გამორჩენიათ კრიტიკოსებს, რომლებმაც მაშინვე მონათლეს, როგორც პუტინის ახალი მზაკვრული გეგმა. ხოლო დასავლეთში დიდად არავის შეუბერტყია ყური. იქ პუტინის ეს ნაბიჯი აღქმული იქნა, როგორც რიგითი შიდა მოხმარების პროდუქტი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა ძალიანაც ცდებოდნენ. ფონდი უახლოეს მომავალში ტრანსფორმირდა კრემლის იმპერიული ამბიციების რეალიზების უმთავრეს იარაღად.

6-04-2015, 14:23 | პოლიტიკა | ნანახია - 1957

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

 

გიორგი ბადრიძე

 

2015 წლის 7 მაისს დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს ქვეყანა საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შედეგი ჩვენთვის საყურადღებოა.

 

წესით, დევიდ კამერონს, კონსერვატიული პარტიისა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კოალიციური მთავრობის მეთაურს, სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეს - მისი ხუთწლიანი მმართველობის განმავლობაში ბრიტანეთი გამოვიდა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და ინფლაცია ნულზე დავიდა, მშპ-ს ზრდა მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდია, შეიქმნა უპრეცედენტო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდა რეალური შემოსავალი, ისტორიულ მინიმუზე დავიდა საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთი, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, ისევე, როგორც ექიმების რიცხვი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.

 

6-04-2015, 09:41 | მსოფლიო | ნანახია - 1376

ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

 

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

 

გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს, გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურობით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.

 

5-04-2015, 20:29 | კომენტარები | ნანახია - 23120

დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

 

გიორგი იმედაშვილი

 

რაც ამ დღეებში შვეიცარიის ქალქ ლოზანაში მოხდა უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. 1979 წლის შემდეგ ირანელებმა და ამერიკელებმა პირველად მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების მაგიდასთან. თავისთავად ეს ფაქტი, რასაკვირველია, უკვე სენსაციურ ისტორიულ მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს შეთანხმება რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებას ეხება, ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა უფრო აშკარა ხდება.

5-04-2015, 13:00 | მსოფლიო | ნანახია - 3116

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

 

გრიგოლ ვაშაძე

 

ეს სტატია ივერიაში დაიბეჭდა 2013 წლის 15 ნოემბერს. როგორც აღმოჩნდა სტატიაში წარმოდგენილი პროგნოზები სრულად გამართლდა.

 

გასულმა კვირამ და მიმდინარე კვირის დასაწყისმა მეტად მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა შემოგვთავაზა. რიგი "ექსპერტებისა" ამ ფრაზას "ისეთი, რომ არავინ ელოდა"-საც დაუმატებდა. თუმცა დიპლომატებისთვის არაფერი დიდად გასაკვირი არ მომხდარა: საერთაშორისო სანქციებით დაღლილი ირანი და ეკონომიკური კრიზისის, ერაყის, ლიბიის, მალის, ავღანეთის და სირიის პრობლემებში (სხვა რომ არ ვახსენოთ!) ყელამდე ჩაფლული დასავლეთი "განწირულები" იყვნენ, თავისი ჟენევური დიალოგი ურთიერთდათმობის გზით წაეყვანათ.

4-04-2015, 18:12 | მსოფლიო | ნანახია - 5417

პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი


გიგი კუბლაშვილი

 

სულ რამოდენიმე დღის წინ 29 მარტს, ჩვენგან არცთუ შორეულ მეზობელ ქვეყანაში უზბეკეთში, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქვეყნის მეთაურის სავარძელს კვლავ ისლამ კარიმოვი დაიკავებდა.

 

არჩევნებში რამოდენიმე კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. უზბეკეთში 21 მილიონამდე ამომრჩეველია, აქედან 17 მილიონმა ხმა ისლამ კარიმოვს მისცა, მან ხმების 90.39 პროცენტი დააგროვა.

 

4-04-2015, 18:10 | მსოფლიო | ნანახია - 1815

საფრანგეთის ახალი პოლიტიკური რეალობა

ზურაბ კაჭკაჭიშვილი

 

მაშ ასე, საფრანგეთში დასრულდა სადეპარტამენტო არჩევნების მეორე ტური. ამ არჩევნებმა უნდა დააკომპლექტონ საფრანგეთის 70 დეპარტამენტის გენერალური ასამბლეები. უნდა აღინიშნოს, რომ სფრანგეთის ხელისუფლებაში სოციალისტების მოსვლის და პრეზიდენტად ფრანსუა ოლანდის არჩევის შემდეგ ეს უკვე მეორე არჩევნებია. წინა, ადგილობრივ არჩევნებში სოციალისტების საკმაოდ სუსტმა შედეგებმა მანუელ ვალსის პირველი მთავრობა, უფრო სწორად კი, მისი დიდი ნაწილი იმსხვერპლა - პრემიერი იძულებული შეიქმნა, რეაქცია მოეხდინა ამომრჩევლების საპროტესტო კენჭისყრაზე და ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის მნიშვნელოვან წარმატებაზე და მინისტრთა კაბინეტი გადაეხალისებინა.

3-04-2015, 22:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1332

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტუმრად ივერიაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტუმრად ივერიაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი სტუმრად ივერიაში

3-04-2015, 14:41 | კომენტარები | ნანახია - 1085

საპირველაპრილო სეირობა (1984-დან 2030-მდე)

 

მამუკა კუდავა

 

პირველ აპრილზე მარკ ტვენმა თქვა: დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო.

 

ამ პრინციპის მიხედვით, ქვეყნის უფროსმა, ბატონმა დიუ პონმა მთავრობის საგანგებო, საპირველაპრილო შეკრება მოაწყო: გულახდილად შევაჯამოთ ძალაუფლებაში ჩვენი ყოფნა, ხალხსაც ანგარიში წარვუდგინოთ და თან ცოტათიც გავერთოთო.

 

 

 

1-04-2015, 09:49 | კომენტარები | ნანახია - 1472

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია