საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის“ განცხადება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე ზეწოლის შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” გამოხატავს აღშფოთებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებული ზეწოლის გამო.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის ერთერთ ყველაზე მდიდარ საცავს. ცენტრში არსებული სიძველეების ჯეროვნად მოვლა და კონსერვაცია ქვეყნის კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტია. ამდენად, დაუშვებელია საქართველოს ეროვნული საგანძურის რომელიმე ექსპონატის გადაცემა ან გასხვისება, როგორც ეს ლაილაშის X საუკუნის ებრაულენოვანი ბიბლიის გადაცემის მცდელობაში იკვეთება დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმისათვის და დიდი ალბათობით სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

3-05-2015, 22:00 | კომენტარები | ნანახია - 1495

ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა, ისტორია, აწმყო, მომავალი

ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა,  ისტორია, აწმყო, მომავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თბილისიდან ბაღდადი უფრო ახლოა ვიდრე მოსკოვი. ისიც დაივიწყეს, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძლიზე მისი ბედი პირდაპირ კავშირში იყო გეოგრაფიულ სირიაში, ერაყში, ირანსა და სხვა ახლო აღმოსავლურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან. ხშირად თბილისში, დმანისში, ალეპოში, ისფაჰანში, დამასკოსა და იერუსალიმში მცხოვრები ადამიანები ერთი სახელმწიფოსა და ერთი მმართველის ქვეშევრდომებიც იყვნენ.

 

3-05-2015, 10:07 | მსოფლიო | ნანახია - 3769
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია