ჭორვილადან რიგამდე

ჭორვილადან რიგამდე

 

გია ჯაფარიძე

 

2010 წელს, ყველა ვისაც საკითხთან შეხება ჰქონდა, სკეპტიკოსების ჩათვლით, ფიქრობდა, რომ 2015 წელს, ლატვიის თავმჯდომარეობის დროს, საქართველო ევროპულ კავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებდა. დიპლომატიური ციკლი სწორედ 2015 წლის „აღმოსავლური პარტნიორობის“ რიგის სამიტით და 2016 წლის ნატო-ს სამიტით სრულდებოდა. 2012 წლის ბოლოს კი უკვე ბევრი ფიქრობდა, რომ დაგეგმილი პროცესის აღსრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. რიგის სამიტზე ერთი დიპლომატიური ციკლი დამთავრდა, სამწუხაროდ დამთავრდა საქართველოსთვის წარუმატებლად.

 

23-05-2015, 22:21 | მსოფლიო | ნანახია - 3062

პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის შედეგების გამოსწორებასაც წლები დასჭირდება.

პედაგოგთა  კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის შედეგების გამოსწორებასაც წლები დასჭირდება.

 

თამარ მანჯავიძე

 

ახალ რეფორმას, რომელიც პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფასა და ხელფასების შესაბამისად განაწილებას ითვალისწინებს, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პედაგოგთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ზემოთ აღნიშნული რეფორმის მიმართ და არც თუ უსაფუძვლოდ.

 

22-05-2015, 21:59 | პოლიტიკა | ნანახია - 2079

იან დეილის მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა გამომცემლობა „არტანუჯი“ 2015

იან დეილის მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა  გამომცემლობა „არტანუჯი“ 2015

 

გიორგი ბადრიძე

 

მარგარეტ ტეთჩერს მსოფლიოში იცნობენ, როგორც ბრიტანეთის პირველ ქალ პოლიტიკურ ლიდერს და პრემიერ-მინისტრს (1979-90). თავისი მტკიცე მრწამსისა და გაუტეხელი ხასიათის გამო ის ისტორიაში „რკინის ლედის“ სახელით დამკვიდრდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი და რეფორმატორი.

 

22-05-2015, 21:36 | წიგნები | ნანახია - 3552

The Manhattan Transfer

The Manhattan Transfer

 

გიგი კუბლაშვილი

 

მიმდინარე წლის 12 მაისს თბილისს, რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ ლეგენდარული ჯაზ-კვარტეტი ,,მანჰეტენ ტრანსფერი“ ეწვია. მეც და ბევრი ჩემი თაობის და არამარტო ოთხმოციანელებისათვის ეს ჯგუფი მუსიკალური გემოვნების და მაღალი სტანდარტის ხელოვნების სიმბოლოა.

 

18-05-2015, 09:47 | კულტურა | ნანახია - 2894

გაწევრიანება საზოგადოებრივ მოძრაობაში “ივერია”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” განაგრძობს მოქალაქეთა გაწევრიანებას.

15-05-2015, 22:27 | პოლიტიკა | ნანახია - 7206

ფარმაცევტული ბიზნესი - მითები და რეალობა

ფარმაცევტული ბიზნესი - მითები და რეალობა

 

გიორგი კავკასიძე

 

სოციალურ ქსელებში (არა მარტო) არ წყდება პოლემიკა ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს პროგრამაზე, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “გილეადმა” (Gilead Sciences Inc.) შესთავაზა საქართველოს. ჩემი აზრით რამდენად წარმატებულად მოხდება ჰეპატიტი “ც”-ს ელიმინაცია ანუ ამ ინფექციის სრული აღმოფხვრა, უფრო პროექტის მართვის, მენეჯმენტის საკითხია ვიდრე პრეპარატის ეფექტურობის. რადგან კლინიკური ცდებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი თავისი ეფექტურობით და უსაფრთხოებით აღემატება ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს ტრადიციელ მკურნალობას ალფა ინტერფერონითა და რიბავირინით. სოვალდის დამატებამ ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს მკურნალობის სქემებში 65% დან 90% პროცენტამდე გაზარდა განკურნების ალბათობა.

 

15-05-2015, 22:14 | კომენტარები | ნანახია - 7732

ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

 

საქართველოში არცერთი ორგანო (სტრუქტურა) არ არის დაკავებული იმ კვლევით, თუ რომელ სფეროში არის საჭირო კადრები და რა უნარჩვევები სჭირდება ადამიანს, რომ ის შრომის ბაზარზე იყოს მოთხოვნადი კადრი. ეს კი გახლავთ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული პრობლემის, უმუშევრობის ერთ-ერთი შემქმნელი ფაქტორი.

15-05-2015, 16:03 | კომენტარები | ნანახია - 2494

მინდია ჯანელიძე არაკვალიფიციურობის, სიბრიყვისა და სრული ნონსენსის კოქტეილი იყო" - ინტერვიუ ნოდარ ხარშილაძესთან

მინდია ჯანელიძე არაკვალიფიციურობის, სიბრიყვისა და სრული ნონსენსის კოქტეილი იყო" - ინტერვიუ ნოდარ ხარშილაძესთან

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება, ნატო და რიგის სამიტი, თავდაცვის ახალი, პირველი ქალი მინისტრი, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი... ამ და სხვა თემებზე „აქცენტი“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილეს, სამხედრო საკითხებში ექსპერტს, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

14-05-2015, 14:13 | პოლიტიკა | ნანახია - 1879

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია