საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია”-ს განცხადება მ/წლის 10 ივლისს, რუსული საოკუპაციო საჯარისო დანაყოფის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია” გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას მ/წლის 10 ივლისს, რუსული საოკუპაციო საჯარისო დანაყოფის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შესახებ, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ასევე საგანგაშოა, რომ ამ ნიშნულიდან, საქართველოს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს რამოდენიმე ასეული მეტრი აშორებს.

14-07-2015, 13:14 | პოლიტიკა | ნანახია - 1392
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია