საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია”-ს განცხადება მ/წლის 10 ივლისს, რუსული საოკუპაციო საჯარისო დანაყოფის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია” გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას მ/წლის 10 ივლისს, რუსული საოკუპაციო საჯარისო დანაყოფის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შესახებ, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ასევე საგანგაშოა, რომ ამ ნიშნულიდან, საქართველოს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს რამოდენიმე ასეული მეტრი აშორებს.

14-07-2015, 13:14 | პოლიტიკა | ნანახია - 1402

ქალი პოლიტიკაში

 

თამარ მანჯავიძე

 

ათასწლეულების მანძილზე ქალებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას გამოევლინათ თავიანთი ინტელექტი. ისინი თავისი უფლებების მოსაპოვებლად იბრძოდნენ უძველესი დროიდან. 1888 წელს დაარსდა ქალთა საერთაშორისო საბჭო. 1904 წელს ქალთა საერთაშორისო ალიანსი ამომრჩეველთა უფლებებისათვის (თანამედროვე დასახელებაა: ქალთა საერთაშორისო ალიანსი-თანაბარი უფლებების და მოვალეობების მომხრეები).

 

9-07-2015, 21:43 | კომენტარები | ნანახია - 9522

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

დავით ნებიერიძე

 

- საქართველოს ეროვნული ვალიუტის კურსის ვარდნაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა. მოთხოვნა, კი წარმოიშობა სამომხმარებლო და ფინანსური ბაზრების კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასეთ მოთხოვნას და საბაზრო კონიუნქტურას აყალიბებს რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი:

 

1. სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის წილი გაცილებით აღემატება ადგილობრივი წარმოების საქონლის წილს. რაც აუცილებელს ხდის იმპორტული საქონლის შესაძენად სავალუტო რესურსების მობილიზებას და მის გადინებას ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან.

  

8-07-2015, 22:05 | ეკონომიკა | ნანახია - 2554

ქართველი ქალები და ქართული ჯარი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" ატარებს გამოკითხვას ქართულ ჯარში ქალებისათვის 3-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების შესახებ.

 

 

7-07-2015, 20:02 | პოლიტიკა | ნანახია - 2206

გახდება თუ არა დნესტრისპირეთი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ქვაკუთხედი?

დავით ბრეკი

 

უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დინამიურად ვითარდება მოვლენები დნესტრისპირეთის გარშემო, თუმცა ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არცთუ აქტიურად აშუქებენ აღნიშნულ საკითხს, განსხვავებით რუსული მასმედიისა, რომელსაც განგაშის ზარი აქვს ატეხილი დნესტრისპირეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და არცთუ ტყუილუბრალოდ, კრემლი გრძნობს რომ ბოლო დროს დნესტრისპირეთის მიმართ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის ფონზე შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს დნესტრისპირეთის „დამოუკიდებლობა“ და შესაბამისად უკრაინა-მოლდოვას შორის არსებული რუსული ანკლავი გაქრობის წინაშე აღმოჩნდეს.

6-07-2015, 14:22 | მსოფლიო | ნანახია - 2798

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია