განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

 

დავით ნებიერიძე

 

ყველაფერი მსმენია და ბევრი რამ მინახავს. მაგრამ, მთავრობა გაბრაზებული და გაბუტული იყოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, ეს ნონსენსი და უპრეცენდენტო ფაქტია! აბსოლუტური არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ნათელი გამოხატულებაა საქართველოს მთავრობისა და მისი მეთაურის ბოლო დღეების კომენტარები და ეკონომიკური ვითარების ანალიზი, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკურ კრიზისზე. იმდენი სიბრძნე მაინც ყოფნიდეთ, რომ აბსოლუტურად გაკოტრებულები არ იმუქრებოდნენ ოპოზიციისა და იმ ექსპერტების მისამართით, რომლებიც ცდილობენ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად ობიექტური ანალიზი მოახდინონ, რეალური პერსპექტივების განსაზღვრისთვის. ცუდად, ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ამგვარი, რეალობას აცდენილი რეაქციები ბატონებო!

 

26-08-2015, 22:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1708

რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

 

ნიკა რურუა

 

უკვე თითქმის შევეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაუთავებელი კინკლაობაა (ამჯერად იმაზე, თუ რომელი მათგანი წავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვის წარმოსათქმელად) რომლიდანაც, როგორც წესი, გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი გამოდის ხოლმე. ამის შემდეგ პრეზიდენტი ყველას “ეცოდება” და მისი მხარდამჭერების პერმანენტულად შეთხელებული რიგები ოდნავ (და დროებით) ისევ იზრდება ხოლმე. პრეზიდენტი ამ დროს კმაყოფილდება მისდამი გამოხატული სიმპატიით და მომავალ კინკლაობამდე მიყუჩდება ხოლმე.

 

20-08-2015, 23:44 | პოლიტიკა | ნანახია - 1736

რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის იმპერიის შესახებ

რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის იმპერიის შესახებ

 

კოტე იოსელიანი

 

“სტავლენიკსა” და მარიონეტს შორის ის განსხვავებაა, რომ მარიონეტი, როგორც წესი, არენაზე გამოდის წითელი არმიის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ხოლო “სტავლენიკი” საკუთარ სამშობლოში იწყებს მოქმედებას მტრის შემოსვლამდე. ის ცდილობს, ისეთი ანარქია შექმნას ქვეყანაში, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები თოფის გასროლის გარეშე შევიდნენ იქ, უფრო მეტიც, ქვეყნის მთავრობამ თავად მოითხოვოს ჯარების შესვლა.

17-08-2015, 23:43 | პოლიტიკა | ნანახია - 2656

სიურეალიზმი საქართველოს მთავრობის შემოქმედებაში

სიურეალიზმი საქართველოს მთავრობის შემოქმედებაში

 

დავით ნებიერიძე

 

ქვეყნის მაკროეკონომიკური და სოციალური ვითარების კომპეტენტური ანალიზისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ბატონი ხადურისა და ბატონი მეჭიაურის ამ კვირაში საჯაროდ გაკეთებული ფინანსურ-ეკონომიკური შეფასებები. თუმცა, ამ სახელმწიფო მოხელეებს, რომ უსმენ ნათლად ხვდები, რომ შექმნილი მოცემულობის ანალიზი, არა მაკროეკონომიკურ არამედ, პირველ რიგში ფსიქოანალიზის სიბრტყეშია განსახილველი. სამწუხაროდ მე არ გახლავართ ამ სფეროს სპეციალისტი და ჩემი ნებისმიერი ფსიქოანალიტიკური შეფასება არ იქნება კომპეტენტური.

15-08-2015, 21:02 | ეკონომიკა | ნანახია - 1889

13 ივნისის სტიქია - ზარები და ზებროიდი

13 ივნისის სტიქია - ზარები და ზებროიდი

დავით მესხიშვილი

 

ნაწილი მეორე 

 

1924 წლის 13 ივნისის სტიქიის შესახებ ჩვენამდე შემონახული მწირი ინფორმაცია, გვაფიქრებინებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მიჩქმალა მომხდარი ფაქტი, თითქოს რაღაც დანაშაულს ფარავდა. ფაქტია, რომ მსხვერპლი საკმაოდ სერიოზული იყო და ხელისუფლების პირველი პირები კი, არსად ჩანან და არც მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებში ფიქსირდებიან. საინტერესოა, რატომ იმალებოდნენ, ან რას მალავდნენ ?!

 

14-08-2015, 21:11 | კომენტარები | ნანახია - 1597

რა გემართებათ, როცა რუსული ტელეარხებით „იკვებებით“?

გუგა ჯულუხიძე

 

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება არ არსებობს, ან ადგილი, სადაც 24/7 რეჟიმში, საგარეო საფრთხეებსა და მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ აპოკალიპსზე გესაუბრებიან. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ: „საფრთხე“, „აგრესია“, „პროვოკაცია“, „შიში“, „მტერი“, „განადგურება“... დაუფიქრდით ჟურნალისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსების რიტორიკას. შემდეგ, აღნიშნული საინფორმაციო რეჟიმი დროის გარკვეულ მონაკვეთზე „გადაამრავლეთ“ და... აცნობიერებთ, რომ რაღაც იცვლება თქვენში.

 

11-08-2015, 20:40 | მსოფლიო | ნანახია - 2480

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია”-ს მხარდასაჭერი განცხადება რუსთავი2-ს

უახლოეს ისტორიაში მრავლად გვაქვს ხელისუფლებების მიერ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები, რაც საზოგადოებასთან დაპირისპირების შედეგად ხელისუფლებისთვის ფატალური, ხოლო სიტყვის თავისუფლებისთვის ცალსახა გამარჯვებით მთავრდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ მოუწოდებს საქართველოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ხელი აიღოს ქვეყნისათვის წამგებიან და საკუთარი თავისთვის სუიციდალურ განზრახვაზე.

11-08-2015, 20:17 | პოლიტიკა | ნანახია - 1152

დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

 

დავით ნებიერიძე

 

ტურისტული სეზონის პიკზე ეროვნული ვალუტის კურსი, რომ გაგექცევა ეს უკვე კატასტროფაა!

 

დეკლარირებულ დონეზე ქართული ეკონომიკა ტურიზმზეა ორიენტირებული და სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აგვისტოს თვე ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით უნდა გამოირჩეოდეს. შესაბამისად, თუ ტურისტული სეზონი სათანადო დონეზე მომზადდებოდა და სავალუტო შემოდინებები ზრდის ტენდენციებით იქნება გამორჩეული, მაშინ ეს პროცესები დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე და ზოგადად, მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლების განმსაზღვრელი იქნება.

7-08-2015, 22:06 | ეკონომიკა | ნანახია - 1402

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია