რთველი 2015 დაიწყო

რთველი 2015 დაიწყო

 

მიხო ღვინიშვილი

 

დადგა შემოდგომა და რთველიც დაიწყო. შარშანდელი რთველი ყველას კარგად გვახსოვს, რეკორდულად მაღალი ფასები, ყურძნის რეკორდულად მაღალი რაოდენობა. მიუხედავად ყურძნის საკმაოდ მაღალი ფასისა რთველი-2014 მაინც სუბსიდირებული იყო, რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძენზე 35 თეთრით, საფერავზე კი 15 თეთრით. მთავრობა ამაყობს რთვლის საუკეთესოდ ჩატარების გამო, ხუმრობა ხომ არ არის 124 608 ტონა ყურძენი იქნა შესყიდული, რაშიც არც მეტი არც ნაკლები 175 343 108 ლარი იქნა გადახდილი. აქედან რქაწითელი და მწვანე 73 568 და 2 499 ტონა იყო, რომელთა სუბსიდირებამაც 26 623 450 ლარი შეადგინა, 41 755 ტონა საფერავისამ კი 6 263 250 ლარი, ამას კიდევ 873,1 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთულის და 6 086 ტონა სხვა დანარჩენი ყურძნის სუბსიდიაც ემატება.

4-09-2015, 20:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1484
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია