2030 წელი - დაანონსებული გაბრწყინება

2030 წელი - დაანონსებული გაბრწყინება

 

ნიკა რამიშვილი

 

ეს იყო 1979 წელი, მე რვა წლის ვიყავი და საბურთალოზე, კინო ''გაზაფხულში'' გახლდით უბნელებთან ერთად ფილმზე ''შეშლილი შეშლილი შეშლილი მსოფლიო'', გვიან დამთავრდა, სახლთან მეგობრებს დავემშვიდობე და სადარბაზოში რომ შევედი, იქ არნოლდ შვარცენეგერი დამხვდა ფილმიდან ''ტერმინატორი'', რომლის შესახებაც მაშინ არ ვიცოდი, მან კიბეზე ჩამოჯდომა მთხოვა და მოკლედ მომიყვა, რომ მე როცა დიდი ბიჭი გავიზრდებოდი, სამ რევოლუციას, სამ ომს და ერთ დემოკრატიულ არჩევნებს გადავიტანდი, ჩემს ქვეყანაში მოვიდოდა მმართველი, რომელიც დაგვპირდებოდა ყველას, რომ 2030 წელს ჩემი ქვეყანა გაბრწყინდებოდა. ის კი არ უთქვამს, ამას როდის დდაგვპირდებოდა, ამას მაშინ მივხვდი, როცა დაგვპირდა.... ანუ 2014 წელს!

 

8-09-2015, 20:45 | კომენტარები | ნანახია - 2259
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია