საქართველოს მთავრობის ”გედის სიმღეარა”

საქართველოს მთავრობის ”გედის სიმღეარა”

 

დავით ნებიერიძე

 

სამთავრობო პროგრამა ”ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის” შესრულების ანგარიშს, რომ წაიკითხავ პირველი განცდა რომელიც გეუფლება არის ეჭვი - შემთხვევით ბრეჟნევისეულ საბჭოთა კავშირში ხომ არ დავბრუნდით..!? მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც წამიკითხავს ძალდატანებით გამოწერილი საბჭოთა გაზეთები. მათი სუნიც კი მახსოვს. ვინ თქვა, რომ დროის მანქანის შექმნა შეუძლებელიაო? ”სოლოლაკელი ჰეგემონისათვის” შეუძლებელი არც ეს ყოფილა, ბატონებო. რეალობას თუ არა, განცდებს მაინც იმეორებს. ამის გაცნობიერება უფრო მეტ პროტესტს იწვევს პირადად ჩემში, ვიდრე ამ ნაშრომში მოთხრობილი ”დაჩის ზღაპრები”!

 

17-09-2015, 11:04 | ეკონომიკა | ნანახია - 1799

მილიონი ხე, ახალი ინფრასტრუქუტრა, სოციალური მხარდაჭერა, განტვირთული მოძრაობა, მოწესრიგებული მშენებლობები და გამჭვირვალე უკორუფციო გარემო...

მილიონი ხე, ახალი ინფრასტრუქუტრა, სოციალური მხარდაჭერა, განტვირთული მოძრაობა, მოწესრიგებული მშენებლობები  და გამჭვირვალე უკორუფციო გარემო...

 

გიგი კუბლაშვილი

 

რა ლამაზად ჟღერს არა მეგობრებო? ეს ჩემი დაპირება არ გეგონოთ, ეს ჩვენი დღევანდელი მერ დ.ნარმანიას წინასაარჩევნო ზღაპრებია, რომლებითაც თბილისელები გაგვაბითურა.

 

ისე ეტყობა შთამგონებელსაც კი აჯობა, რადგან ფანტაზიას და ოცნებას ზღვარი არა აქვს, ამანაც მიუშვა რა.

 

16-09-2015, 09:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1708

კახელი მევენახე და სუბსიდია

კახელი მევენახე და სუბსიდია

 

მიხო ღვინიაშვილი

 

რამდენიმე დღეა, ყურძნის ფასთან დაკავშირებით ტელევიზიით ვუცქერთ კახელი მევენახეების პროტესტის. ფაქტია, რომ ყურძნის ჩაბარება პრობლემური გახდა მისი დაბალი ფასის გამო. გარედან შემხედვარე გაღიზიანებაც კი ჩნდება, რატომ უნდა ვიხადოთ სუბსიდია ბიუჯეტიდან ყურძენზე? ძნელია აუხსნა ადამიანს, რომელიც პურს აცხობს, ასფალტს აგებს, მინერალურ წყალს ასხამს, თუ რატომ ვაძლევთ მისი გადახდილი გადასახადებიდან ფულს იმას ვინც ყურძენი მოიყვანა.

 

15-09-2015, 10:23 | ეკონომიკა | ნანახია - 1982

ძალადობა ჩვენი არსობისა

ძალადობა ჩვენი არსობისა

 

ზურა ოდილავაძე

 

1. ზოგადი მონაცემები. ეთიოლოგია

 

მიზეზთა გამო, ჩვენ მოძალადე საზოგადოებად ჩამოვყალიბდით. ჩვენი კოლექტიური ,,მე“ ძალმომრეობს ყოველივეზე: იქნება ეს ბავშვი თუ ცხოველი, გარემო თუ ზრდასრული ადამიანი. მართალია, გარეგნულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალდატანებას ეწევა ცალკეული ინდივიდი, პრაქტიკულად კი, ის კოლექტივის, არა მხოლოდ მდუმარე თანხმობითა თუ წაქეზებით, არამედ, ხშირად უმრავლესობის მითითებით, მისი პირდაპირი დაკვეთით მოქმედებს. ჩვენ ხომ ქვეცნობიერად ისე ვიქცევით, როგორც საზოგადოებაში გამეფებული წეს-ჩვეულებები, ქცევითი ნორმები თუ მორალი გვკარნახობს. შესაბამისად, ჩვენი ძალადობაც კოლექტიური პროდუქტია.

 

13-09-2015, 22:43 | კომენტარები | ნანახია - 3216

რუსეთი და სირიული ”მახე“?

რუსეთი და სირიული ”მახე“?

 

გიგი კუბლაშვილი

 

უკვე თითქმის 5 წელიწადია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. თავიდან ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ სამხედრო დაპირისპირება დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა, თავისუფალ სამყაროში ჩათვალეს, რომ მთავარი მიზეზი ამ ვაკხანალიისა ასადის რეჟიმია, რაც არ არის შორს სიმართლისგან. თურქეთს ასევე თავისი თამაში ჰქონდა ამ ტრაგედიაში, საბოლოოდ მივიღეთ ის რასაც ვუცქერთ იმ მძიმე სატელევიზიო კადრებში ყოველდღიურად.

 

13-09-2015, 14:07 | მსოფლიო | ნანახია - 3614

2030 წელი - დაანონსებული გაბრწყინება

2030 წელი - დაანონსებული გაბრწყინება

 

ნიკა რამიშვილი

 

ეს იყო 1979 წელი, მე რვა წლის ვიყავი და საბურთალოზე, კინო ''გაზაფხულში'' გახლდით უბნელებთან ერთად ფილმზე ''შეშლილი შეშლილი შეშლილი მსოფლიო'', გვიან დამთავრდა, სახლთან მეგობრებს დავემშვიდობე და სადარბაზოში რომ შევედი, იქ არნოლდ შვარცენეგერი დამხვდა ფილმიდან ''ტერმინატორი'', რომლის შესახებაც მაშინ არ ვიცოდი, მან კიბეზე ჩამოჯდომა მთხოვა და მოკლედ მომიყვა, რომ მე როცა დიდი ბიჭი გავიზრდებოდი, სამ რევოლუციას, სამ ომს და ერთ დემოკრატიულ არჩევნებს გადავიტანდი, ჩემს ქვეყანაში მოვიდოდა მმართველი, რომელიც დაგვპირდებოდა ყველას, რომ 2030 წელს ჩემი ქვეყანა გაბრწყინდებოდა. ის კი არ უთქვამს, ამას როდის დდაგვპირდებოდა, ამას მაშინ მივხვდი, როცა დაგვპირდა.... ანუ 2014 წელს!

 

8-09-2015, 20:45 | კომენტარები | ნანახია - 2320

თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

 

დავით ნებიერიძე

 

ცხადია, რომ ზოგადად რასაც პირადად მე ვწერ ნაკლებად აინტერესებს რიგით მოქალაქეს (არა სპეციალისტს) და ვერც გავამტყუნებთ. რამე, თუ მას პირველ რიგში აინტერესებს საკუთარი ოჯახის მაცივრის შიგთავსი და საკუთარი პიროვნების თვითრეალიზება. მაგრამ, ყოველივე ამის მისაღწევად მხოლოდ დაუღალავი შრომა არ არის საკმარისი. არამედ, საქართველოს წარმატების აუცილებელი საწყისი, სწორი სახელმწიფოებრივი ხედვებია. ამ მოცემულობის მნიშვნელოვანი შემადგენელია სწორი მაკროეკონომიკური ხედვებიც. ყოველი მოქალაქე კი უნდა აცნობიერებდეს, რომ არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და პირიქით. ხოლო, ერთის და მეორის ბედიც წყდება ზუსტად მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი მიდის საარჩევნო ურნებთან და აკეთებს თავის არჩევანს. თუმცა უმრავლესობის არჩევანი ყოველთვის არ ნიშნავს სწორ არჩევანს!

 

7-09-2015, 21:03 | ეკონომიკა | ნანახია - 1789

„რა დაგაკელი შვილო?“, ანუ ამბავი 600 ვერჩარიცხული მოწაფისა

„რა დაგაკელი შვილო?“, ანუ ამბავი 600 ვერჩარიცხული მოწაფისა

 

ლევან ბეიტრიშვილი

 

600 აბიტურიენტი, რომელთაც გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. სხედან და შიმშილობენ, პროტესტს გამოთქვამენ, ნერვიულობენ, მოკლედ, ძალიან შეგვაცოდეს თავი.

 

ჩვენი საზოგადოებაც აქოთქოთდა, ბავშვები არ დაგვეჩაგროსო. მაგრამ ცოტა სასაცილოდ მეჩვენება მინიმალურ ზღვარს ძლივსგადალახული აბიტურიენტი რომ „სწავლის უფლებას“ ითხოვს - განვლილი თორმეტი წელიც შეზღუდული ქონდა ეს უფლება?

 

6-09-2015, 22:24 | კომენტარები | ნანახია - 1830

რთველი 2015 დაიწყო

რთველი 2015 დაიწყო

 

მიხო ღვინიშვილი

 

დადგა შემოდგომა და რთველიც დაიწყო. შარშანდელი რთველი ყველას კარგად გვახსოვს, რეკორდულად მაღალი ფასები, ყურძნის რეკორდულად მაღალი რაოდენობა. მიუხედავად ყურძნის საკმაოდ მაღალი ფასისა რთველი-2014 მაინც სუბსიდირებული იყო, რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძენზე 35 თეთრით, საფერავზე კი 15 თეთრით. მთავრობა ამაყობს რთვლის საუკეთესოდ ჩატარების გამო, ხუმრობა ხომ არ არის 124 608 ტონა ყურძენი იქნა შესყიდული, რაშიც არც მეტი არც ნაკლები 175 343 108 ლარი იქნა გადახდილი. აქედან რქაწითელი და მწვანე 73 568 და 2 499 ტონა იყო, რომელთა სუბსიდირებამაც 26 623 450 ლარი შეადგინა, 41 755 ტონა საფერავისამ კი 6 263 250 ლარი, ამას კიდევ 873,1 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთულის და 6 086 ტონა სხვა დანარჩენი ყურძნის სუბსიდიაც ემატება.

4-09-2015, 20:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1541

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია