სავიზო ლიბერალისზაციის პერსპექტივები

 

ტარიელ ვაჩაძე

 

ევროკავშირს და საქართველოს შორის, 2015 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება მიზნად არაკანონიერი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. ამავ დროს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხალხების დაახლოებას და კულტურულ ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. არაკანონიერ იმიგრაციასთან ბრძოლა ევროკავშირის გარე საზღვრებთან ნაკლებად ეფექტიურია, რადგანაც სავალდებულოა რიგი პროცესუალური უფლებების დაცვა, მათ შორის თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა. საერთაშორისო თანამშრომლობა ითვალისწინებს ამ პრობლემის წინასწარ განხილვას და გადაწყვეტას, რაც შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების რისკების მართვას და მასიური იმიგრაციის თავიდან აცილებას. უკანასკნელი მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და იმავდროულად მის საინტეგრაციო პოლიტიკისთვის ძნელ გამოწვევას წარმოადგენს.

 

30-10-2015, 19:49 | პოლიტიკა | ნანახია - 1079

ივანიშვილის უნებური აღიარება

ივანიშვილის უნებური აღიარება

 

ნიკა რურუა

 

გუშინდელი “იმედისათვის” მიცემულ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა: კერძოდ ის, რომ ის განსაზღვრავს მომავალ არჩევნებზე ვინ იქნება “ოცნების” საარჩევნო გუნდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა. მეორე - მან განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ქიბარ ხალვაშს უჭერს მხარს, რადგანაც მისი ვერსია “სამართლიანობისა” ღიად ხაზს უსვამდა ხალვაშისადმი სიმპატიას და ეს გამორიცხავს ამ სასამართლო პროცესის ობიექტურობას. მესამეც - ივანიშვილი ჯერ ისევ თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ფიქციაა და რომ ის პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

25-10-2015, 22:07 | კომენტარები | ნანახია - 3324

პოლიტიკა და პოლიტიკოსები, როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

პოლიტიკა და პოლიტიკოსები,  როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

სტატიათა ამ ციკლში კვლავ და კვლა მინდა გამოვყო მთავარი პოსტულატი, რომელიც გაგიადვილებთ ეკონომიკური რეალობის ადექვატურად აღქმას: ეკონომიკა ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესის ტანდემი! ეკონომიკა არის ყველა იმ სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების გვირგვინი და საბოლოო პროდუქტი, რომლებიც მიმდინარეობს ნებისმიერ ქვეყანაში. თუ ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, მაშინ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. თუ ქვეყანაში ბიზნესი ჯანსაღია, მაშინ ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ და წარმატებულ ეკონომიკას. ამიტომ, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ბიზნესი და სახელმწიფო არიან ეკონომიკის მთვარი შემადგენელი ნაწილები, მოთავსებულები გეოპოლიტიკურ სივრცეში.

 

24-10-2015, 23:37 | ეკონომიკა | ნანახია - 1470

ასოციაციური დანაშაული

ასოციაციური დანაშაული

 

ნიკა რამიშვილი

 

ბოლო წლებში ხშირად გაგონილი ფრაზა - ‘’ვაიმე, ეს რა ხდება! ქართველი ქართველს ურტყამს!’’ - როდის არ ურტყამდა? მე ეგეთი პერიოდი არ მახსოვს და ალბათ არც არავის, ბოლო 800 წლის მანძილზე. ჩვენ სულ ერთმანეთს ვუტყამთ, ვწიხლავთ, ვაკნინებთ საკუთარ ღირსებებსაც, დავთვრებით და პირიქით - რაც კარგები ვართო, ვიძახით, ოღონდ მხოლოდ ნაბახუსევამდე, მეტი არა.

 

24-10-2015, 20:14 | კომენტარები | ნანახია - 1089

საპარლამენტო არჩევნების რეზიუმე

საპარლამენტო არჩევნების რეზიუმე

 

გუგა ჯულუხიძე

 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: “როგორი იქნება პოლონეთის პოლიტიკური კურსი მომდევნო 4 წლის განმავლობაში?"

 

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, რადიკალურ და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პოლონეთი არც/ვერც პრო-რუსული გახდება, არც სტრატეგიულ პარტნიორებთან გაიფუჭებს ურთიერთობას და არც რომელიმე პოლიტიკოსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება დღის წესრიგში (ყოველ შემთხვევაში, ამაზე არავინ საუბრობს გარდა იმპულსური კორვინ მიკკესა, რომლელიც ელექტორატის საკმაოდ შეზღუდული მხარდაჭერით სარგებლობს).

 

24-10-2015, 19:59 | მსოფლიო | ნანახია - 2111

”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

საქართველოს თანამედროვე ისტორია იმდენად დაემსგავსა მოჯადოებულ წრეს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობაში ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებასაც კი ფართო ასპარეზი მიეცა. ჯერჯერობით არ მოვყვები ამ პრობლემის ეკონომიკური ასპექტების განხილვას და ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე გიპასუხებთ, აქსიომად გადაქცეული ფრაზით: ”თუ გინდა, რომ შენს ირგვლივ რაიმე შეიცვალოს დაიწყე საკუთარი თავით...”

15-10-2015, 00:00 | ეკონომიკა | ნანახია - 2260

პუტინი სირიაში

პუტინი სირიაში

 

გიორგი იმედაშვილი

 

30 სექტემბერს, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ. ათ დღეზე მეტია პუტინის ავიაცია ბომბავს სირიულ ქალაქებს და კასპიის ზღვაზე განლაგებული სამხედრო გემებიდანაც რაკეტებს უშენს „ტერორისტებს“. მოდით, მოკლედ განვიხილოთ კონკრეტულად ვის ბომბავს რუსული ავიაცია და რა ინტერესებს ემსახურება ვლადიმერ პუტინის ახალი ავანტიურა.

 

14-10-2015, 23:07 | მსოფლიო | ნანახია - 4699

დიდი დაბოლების დუპლეტი

დიდი დაბოლების დუპლეტი

 

ზურა ოდილავაძე

 

,,დიდება შენდა მითოლოგიავ და ფარისევლობავ ჩვენო, დიდება შენდა!”

 

– სურრეალისტი გენო

 

სურრეალისტ გენადისა და ადოლფ ჰიტლერის ფუნდამენტური კვლევების მიხედვით, ,,დიდი დაბოლების თეორია“ დაფუძნებულია შემდეგ ორ მოსაზრებაზე:

 

13-10-2015, 20:42 | კომენტარები | ნანახია - 2865

რაგბი ჩვენი თამაშია

რაგბი ჩვენი თამაშია

 

ნიკა რამიშვილი

 

რაგბი ჩვენი თამაშია! - ეგრევე ჩნდება კითხვა - ვინ ჩვენი? ჩემი ხო და შენი რატომ? ამას დამსახურება უნდა! ერთხელ მაინც თუ მოგდგომია ცრემლი, როცა ჩვენი ბორჯღალოსნები ბრძოლის წინ საქართველოს ჰიმნს მღერიან, მაშინ კი, შენი თამაშიცაა, თუ არა და არა!

 

13-10-2015, 20:20 | სპორტი | ნანახია - 1546

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია