გათბობის სეზონი

გათბობის სეზონი

 

ლაშა ქუსიკაშვილი

 

უკვე საკმაოდ აცივდა, ჩვენი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სითბოს ყიდვას მოხმარდება. დენი და გაზი უნდა ვიყიდოთ, რომლის ფასი არცთუ ისე მცირეა და მითუმეტეს ზამთრისა და სიცივის პირობებში, გათბობის ხარჯები საკმაოდ დიდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. შეპირებული განახევრებული ტარიფების შესახებ, რომლებიც არათუ განახევრდა ან შემცირდა, არამედ გაიზარდა, სხვა დროს ვისაუბრებ, არ დავივიწყებ და არც მკითხველს ვურჩევ ამის დავიწყებას, მითუმეტეს, რომ საარჩევნო წელს ვუახლოვდებით.

 

5-11-2015, 21:08 | ეკონომიკა | ნანახია - 1860

ისევ სუბსიდია

 

მიხო ღვინიაშვილი

 

კახეთში რთველი დამთავრდა, ყურძნის სუბსიდირებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალური ქსელებში ყურძნის სუბსიდიის უამრავი კრიტიკოსი გამოჩნდა. ამ თემის ფართო აუდიტორიით დაინტერესებას კახეთში ჩატარებულმა მევენახეების საპროტესტო აქციებმაც შეუწყო ხელი. უმეტესობა უსამართლოდ მიიჩნევდა, მევენახეებისთვის ყურძენში დამატებით ფულის გადახდას, გაუგებარი რჩებოდა, თუ რატომ უნდა მივცეთ ჩვენი ფული მევენახეებს? ყურძნის სუბსიდიას რაც შეეხება, ამაზე ადრეც მაქვს დაწერილი და შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შესაბამის სტატიას (http://iveria.biz/1446--.html).

 

5-11-2015, 21:00 | ეკონომიკა | ნანახია - 1448
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია