საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ განცხადება

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თხოვნით, რათა დაჩქარდეს საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება, რითიც ისარგებლებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე.

 

ამ პროცესის რეალობად ქცევა მნიშვნელოვანად გაანეიტრალებს რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უკიდურესად გააფთრებულ შემოტევას საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე და არ მისცემს საშუალებას ოკუპანტ ქვეყანას და ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს დააბნიონ ჩვენი მოქალაქენი და ამის შედეგად ხელი ააღებინონ საქართველოს საკუთარ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ აწმყოსა და მომავალზე.

 

10-11-2015, 18:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1378

გამსვლელი პაიკი

გამსვლელი პაიკი

 

ირაკლი ფოცხვერაშვილი

 

საქართველოში და არამარტო ჩვენთან, უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის და ზოგადად პრორუსული სამყაროს ერთ-ერთი „გამსვლელი“ პაიკია, რომელიც უკეთეს შემთხვევაში ლაზიერი უნდა გახდეს, რაც საბედნიეროდ ჯერ არ მომხდარა. პუტინი რომ ამ პარტიას აგებს და აქედან გამომდინარე სხვა აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ქაოტურად გაწიროს აქა-იქ მიმოფანტული ფიგურები, მეტოქის ეიფორიით გამოწვეული შეცდომების იმედად ესეც ნათელია, თუმცა ეს „პარტია“ ამჯერად არაა ჩვენი განხილვის საგანი და მეც შესაბამისად ჩვენს მთავარ სატკივარზე გავამახვილებ ყურადრებას.

 

10-11-2015, 17:42 | კომენტარები | ნანახია - 2366
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია