ტერორიზმი: პარიზი, ბეირუთი, ბაღდადი...

გიორგი იმედაშვილი

 

დღეს ისევ ტერორიზმზე მომიწევს საუბარი - ამ კვირაში მომხდარმა ტერაქტების სერიამ გულგრილი ძალიან ცოტა ადამიანი დატოვა. ჯერ თანმიმდევრობით მივყვეთ მათ ჩამონათვალს, განვიხილოთ მომხდარი ფაქტები, გავაანალიზოთ ისინი, მათი გამომწვევი მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე.

 

17-11-2015, 19:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2402

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” გამოხატავს ღრმა მწუხარებას საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად უდანაშულო ადამიანების მასიურ მკვლელობებთან დაკავშირებით.

 

ვიზიარებთ ფრანგი ერის გლოვას და თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს.

 

14-11-2015, 21:09 | პოლიტიკა | ნანახია - 1012

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა და მისი პერსპექტივები

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

დავით ნებიერიძე

 

ცოდნა უნივერსალური იარაღია, რომელიც ადამიანის ყოფას განაპირობებს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება. არჩვევანის გაკეთება ღრმა ცოდნის გარეშე ფაქტიურად ლატარეის თამაშს ემსგავსება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ცოდნის მიღებას ხშირ შემთხვევაში მითები და სტერეოტიპები უშლიან ხელს და მათი დამსხვრევის გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებებია! მითები და სტერეოტიპები უპირველეს ყოვლისა ხელს უშლიან ადამიანს რეალობის აღქმაში. ზუსტად ფაქტების მეთოდური გაყალბებით იქმნება პარალელური რეალობა, რომელიც ადამიანში გაორებას იწვევს.

11-11-2015, 00:30 | ეკონომიკა | ნანახია - 3303

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ განცხადება

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თხოვნით, რათა დაჩქარდეს საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება, რითიც ისარგებლებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე.

 

ამ პროცესის რეალობად ქცევა მნიშვნელოვანად გაანეიტრალებს რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უკიდურესად გააფთრებულ შემოტევას საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე და არ მისცემს საშუალებას ოკუპანტ ქვეყანას და ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს დააბნიონ ჩვენი მოქალაქენი და ამის შედეგად ხელი ააღებინონ საქართველოს საკუთარ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ აწმყოსა და მომავალზე.

 

10-11-2015, 18:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1384

გამსვლელი პაიკი

გამსვლელი პაიკი

 

ირაკლი ფოცხვერაშვილი

 

საქართველოში და არამარტო ჩვენთან, უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის და ზოგადად პრორუსული სამყაროს ერთ-ერთი „გამსვლელი“ პაიკია, რომელიც უკეთეს შემთხვევაში ლაზიერი უნდა გახდეს, რაც საბედნიეროდ ჯერ არ მომხდარა. პუტინი რომ ამ პარტიას აგებს და აქედან გამომდინარე სხვა აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ქაოტურად გაწიროს აქა-იქ მიმოფანტული ფიგურები, მეტოქის ეიფორიით გამოწვეული შეცდომების იმედად ესეც ნათელია, თუმცა ეს „პარტია“ ამჯერად არაა ჩვენი განხილვის საგანი და მეც შესაბამისად ჩვენს მთავარ სატკივარზე გავამახვილებ ყურადრებას.

 

10-11-2015, 17:42 | კომენტარები | ნანახია - 2368

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" ტელეკომპანია რუსთავი2-ს უცხადებს სრულ თანადგომას, მოსამართლის მანტიას ამოფარებულ, ქართული ოცნების მიერ ორკესტრირებულ, ტოტალურ უსამართლობასთან ბრძოლაში.

 

სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის არნახულმა წნეხმა აიძულა ივანიშვილის მთავრობა გამოენახა მისივე შექმნილი ჩიხური მდგომაეობიდან მოჩვენებითი გამოსავალი, რომელიც ვითომდა სიტუაციის განმუხტვას ისახავს მიზნად.

 

7-11-2015, 15:02 | პოლიტიკა | ნანახია - 1525

გადავიქეცით ჯამაჰირიად

გადავიქეცით ჯამაჰირიად

 

გიორგი იმედაშვილი

 

1978 წელს პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ ლიბიის ხელისუფლების ყველა ოფიციალურ თანამდებობაზე უარი თქვა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ „ძმურ ბელადად“ და „პირველი მაისის სოციალისტური სახალხო ლიბიის ჯამაჰირიის დიადი რევოლუციის წინამძღოლად“ იწოდებოდა. სწორედ ამ „ტიტულს“ ამოფარებული, დე ფაქტო მართავდა ქვეყანას მომდევნო სამ ათეულ წელიწადზე მეტი, 2011 წლამდე, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგად ჩამოაგდეს და საზარელი სისასტიკით მოკლეს მისი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხებულმა მოქალაქეებმა.

 

7-11-2015, 12:30 | პოლიტიკა | ნანახია - 2023

გათბობის სეზონი

გათბობის სეზონი

 

ლაშა ქუსიკაშვილი

 

უკვე საკმაოდ აცივდა, ჩვენი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სითბოს ყიდვას მოხმარდება. დენი და გაზი უნდა ვიყიდოთ, რომლის ფასი არცთუ ისე მცირეა და მითუმეტეს ზამთრისა და სიცივის პირობებში, გათბობის ხარჯები საკმაოდ დიდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. შეპირებული განახევრებული ტარიფების შესახებ, რომლებიც არათუ განახევრდა ან შემცირდა, არამედ გაიზარდა, სხვა დროს ვისაუბრებ, არ დავივიწყებ და არც მკითხველს ვურჩევ ამის დავიწყებას, მითუმეტეს, რომ საარჩევნო წელს ვუახლოვდებით.

 

5-11-2015, 21:08 | ეკონომიკა | ნანახია - 1862

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია