“ქართული ოცნების” ეფექტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-10-2013, 20:09 | ეკონომიკა | ნანახია - 2405

ანდრეი ილარიონოვი

 

2012 წლის 1 ოქტომბერს, ანუ ერთი წლის წინ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში “ ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და მალევე მოახდინა საქართველოს მთავრობის ფორმირება. 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” 2004 წლიდან რვა წლის მანძილზე ატარებდა, მთლიანობაში შეიცვალა “ქართული ოცნების” პოლიტიკით. შედეგები შთამბეჭდავია – მშვიდობიან პერიოდში, ყოველგვარი საგარეო შოკების გარეშე, მეოცნებეებმა შეძლეს “ოქროს კვერცხების მდები ქათმის დაბერწება”.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 2013 წლის პირველ ნახევარში 4,4 პროცენტით დაეცა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდს 4,6 პროცენტით ჩამოუვარდება, სახელმწიფოს ხარჯები კი – 9,8 პროცენტით. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სახელმწიფო ხარჯები არა მარტო შეამცირა, არამედ, მათი სტრუქტურაც შეცვალა. კერძოდ, მან შეაჩერა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი (მათ შორის შავ ზღვაზე პორტ ლაზიკას მშენებლობა), სამაგიეროდ, სასწრაფოდ განაახლა რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქცია.

 

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური განვითარების ტემპზე უარყოფითად მოქმედებს როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა (ეკონომიკურ საქმიანობასა და სახელმწიფო ხარჯებზე საგადასახადო კონტროლის დაწესება), ასევე სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურა. საქართველოს ეკონომიკაზე სახელმწიფოს მონაწილეობის აბსოლუტური შეკვეცით ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპის რადიკალური შემცირება მეტყველებს მათ შორის იმაზეც, რომ სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურის ცვლილებამ სახელმწიფო რესურსების ბევრად უფრო არაეფექტურ გამოყენებამდე მიგვიყვანა, ვიდრე ეს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხდებოდა.

 

ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის თავისუფლებას მიეძღვნა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ აღიარა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო ხარჯები გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს. თუმცა, ის იმასაც დაგვპირდა, რომ “დღევანდელ დღეს განხორციელებადი საბიუჯეტო მანევრის პირობებში უახლოეს მომავალში დავინახავთ ეფექტს”. კითხვაზე, როდისთვის ელის ის მზარდ შედეგს ქართული ეკონომიკის განვითარების დინამიკაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ – უჭირს პასუხის გაცემა.

 

ნიშანდობლივი აღმოჩნდა 2012 წლის ნოემბრიდან საქართველოში მძიმე დანაშაულთა ზრდის სტატისტიკაც.

 

 როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლოებამ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე რეაგირებაც მოასწრო. 

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია