ცესკო: არჩევნებში 63,82 %-ით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-10-2013, 01:36 | პოლიტიკა | ნანახია - 1263

ცესკო: არჩევნებში 63,82 %-ით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგებიცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 63,82 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

 

ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა პრესკონფერენციაზე 3 741 უბნიდან 440 უბნის შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით

ბაქრაძე გავიდა, რომელსაც 440 უბნის შედეგებით მხარი ამომრჩევლის 21,28 %-მა დაუჭირა, შემდეგ პოზიციას კი – 9, 51%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი იკავებს.

 

ამომრჩევლის 1 %-მა დაუჭირა მხარი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს, შალვა ნათელაშვილს 2,47 %-მა, კობა დავითაშვილს კი 0,5 %-მა. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია