ცსკო-მ წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-10-2013, 12:42 | პოლიტიკა | ნანახია - 1980

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა.

 

როგორც ცესკოში 28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ 3,741 უბნის შედეგები შეაჯამა.

 

წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, დავით ბაქრაძემ - 21,73 %, ნინო ბურჯანაძემ - 10,18 %, შალვა ნათელაშვილმა - 2,88%, გიორგი თარგამაძემ კი 1,06 %.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ამ მონაცემებში ხელშესახები ცვლილებები აღარ შევა, iveria.biz ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია