ისტორიულ-დიპლომატიური სენსაცია პუტინისგან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-12-2013, 22:28 | ბლოგები | ნანახია - 3599

ანდრეი ილარიონოვი

 ისტორიულ-დიპლომატიური სენსაცია პუტინისგან

Los Angeles Times-ის  ჟურნალისტთან - სერგეი ლოიკოსთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა საზოგადოების ყურადღება რუსეთ -საქართველოს ისტორიის აქტუალურ მხარეებზე გაამახვილა. 1919-1921 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებს მან  „სადამსჯელო ოპერაცია“ უწოდა: „ მსგავსი ტიპის კონფლიქტი პირველი არ არის. გავიხსენოთ 1919-21 წლები, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაციები მიმდინარეობდა,“ - განაცხადა პუტინმა.

 

ამ განცხადებამდე  რუსეთის ისტორიაში „სადამსჯელო ოპერაციად“, პირველ რიგში, მოიაზრებოდა გრაფი პასკევიჩის ბრძანებითა და რენენკამფისა და აბხაზოვის მეთაურობით  1830 წელს,  სამხრეთ ოსეთში ჩახშობილი აჯანყება.

1830 წლის 24 მაისს  სამხედრო გუბერნატორმა სტრეკალოვმა გრაფი პასკევიჩისგან მიიღო ბრძანება სამხრეთ ოსეთში სადამსჯელო ექსპედიციის გაგზავნაზე.  მოკლე პრეამბულაში ფორმულირებული იყო იმ დროისათვის ბანალური ამოცანა - ოსების ყაჩაღური თავდასხმებისა და თავნებობის აღკვეთა კარტალინიასა და საქართველოს სამხედრო გზაზე და მათთვის დაუმორჩილებისთვის ჭკუის სწავლება.

რაც შეეხება 1919 წლის მოვლენებს,   პუტინმა არც ამჯერად უღალატა კრემლის ჩვეულ მიდგომას  -  ყველა ისტორიულ მოვლენაში ქართული მხარის დადანაშაულებას.  თუმცა, ვგონებ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან ასე უწოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების მიერ იმ აჯანყების ჩახშობას, რომელიც  რუსეთის სოციალუსტური რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი ტერის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსმა ბოლშევიკებმა ოსებით დასახლებულ სოფელ როკში წამოიწყეს. 

 

თუმცა, მეორე მხრივ, მან ისტორიულ-დიპლომატიური სენსაცია მოახდინა და 1921 წლის საქართველო- საბჭოეთის  დაპირისპირებას სადამსჯელო ოპერაცია უწოდა,

1921 წელს, სტალინისა და ორჯონიკიძის  თაოსნობით, საქართველოს ტერიტორიაზე   საბჭოთა რუსეთის სადამსჯელო დანაყოფების შეჭრით რუსეთმა უსინდისოდ დაარღვია 1920 წლის 7 მაისს რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარები - მე-11 არმია, ყუბანის მე-9 არმია და 98-ე მსროლელთა ბრიგადა საქართველოში სამი მხრიდან შემოიჭრა, სისხლში ჩაახშო ქართული ქვედანაყოფების წინააღმდეგობა, დაამხო ნოე ჟორდანიას მთავრობა და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. სისხლიანი რეპრესიების შედეგად სულ მოკლე ხანში ქართველები გააბოლშევიკეს და 1921 წლის აპრილში გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში, მოგვიანებით  კი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში გაერთიანდა



1921 წლის საბჭოეთ-საქართველოს ომისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიზაციის  სადამსჯელო ოპერაციად გამოცხადებით, პუტინმა გულახდილობის ახალ ხარისხში აიყვანა კრემლის ოფიციალური პოზიცია თავისი წინამორბედების იმპერიული ქმედებების ინტერპრეტაციაში. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია