მარიო ფილიპესკი - ტენორების მეფე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-12-2013, 19:29 | კულტურა | ნანახია - 1048

მარიო ფილიპესკი - ტენორების მეფემარიო ფილიპესკი -  იტალიელი ტენორი ქალაქ პიზადან. მას ლაური ვოლპი ტენორების მეფედ მოიხსენიებდა და რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს.

მას უმაღლესი ხარისხის ხმა ჰქონდა - თბილი და წკრიალა, ჟღერადი მთელს დიაპაზონზე.

 

ფილიპესკის  უიშვიათესი  ვოკალური შესაძლებლობები ჰქონდა – იგი იყო ნამდვილი ჰეროიკული ტენორი.

 

მაშინ, როდესაც დრამატულ ტენორს ხშირად მძიმე და ფართო ჟღერადობა ახლავს თან, ჰეროიკულ ტენორს უფრო „სუპერ-ლირიკულად“ წოდებული ჟღერადობა ახასიათებს. დრამატულ ტენორს მარტივად შეუძლია კარიერის შექმნა განსაკუთრებულად მაღალი რეგისტრის გარეშე,  ჰეროიკულ ტენორი კი ისეთ ნოტებs, როგორიცაა C da C-sharp,  ძალიან მარტივად და ძალისხმევის გარეშე იღებს.

 

მარიო ფილიპესკის  მაღალი (და არამხოლოდ)  ნოტები ხშირად გამდნარი ოქროს აფეთქებასავით  მოეფინებოდა თეატრს.

 

1951 წელს,  სან კარლოში ფაუსტის დადგმა  ოპერის მოყვარულთათვის,  ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოდ იქცა -   ფილიპესკიმ  ფორტისიმო იმღერა და  ნელ-ნელა ტივტივა პიანისიმომდე ჩამოვიდა.

 

მარიო ფილიპესკიმ განსაკუთრებული როლი ითამაშა როსინის გაცოცხლებაში. თუმცა, მისი მიღწევები იტალიის საზღვრებს გარეთ ნაკლებად ცნობილია.

 

ყოველთვის ხელგაშლილი შემსრულებელი, მსმენელის წინაშე ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენდა. ისევე , როგორც დონორი თავის სისხლს, ფილიპესკიც უანგაროდ ჩუქნიდა საკუთარ ხმას როსინის უკანასკნელ საოპერო ნაწარმოების „უილიამ ტელის“ მტავარ პერსონაჟ არნოლდოს - ფილიპესკიმ თავისი ხმითა და  მე -19 საუკუნის მტკიცე ტექნიკით წაუბორძიკებლად  დალაშქრა ოპერის ეს ალპები.

 

მარიო ფილიპესკის არნოლდოს როლი მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, 50-ზე მეტჯერ აქვს შესრულებული - ეს არის რეკორდი, რომელსაც, ალბათ, ვეღარავინ მოხსნის.

 

მარიო ფილიპესკი 1907 წლის 25 დეკემბერს იტალიაში, ქალაქ პიზაში დაიბადა.  მოზარდი მარიო კლარნეტზე  დაკვრას სწავლობდა,  თუმცა სწავლის გაგრძელებას სამხედრო სასწავლებელში გაწვევამ შეუშალა ხელი.  სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მილანში  ვოკალის პედაგოგთან დაიწყო მეცადინეობა, შემდეგ კი, სწავლა ფლორენციაში განაგრძო.

 

 

 მისი პროფესიული დებიუტი  1937 წელს, კოლორნოში შედგა. მაშინ მარიო ფილიპესკიმ  დონიცეტის ოპერაში „ლუჩია დი ლამერმური“ ედგარდოს როლი შეასრულა და შემდეგ ამავე როლით მოიარა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოტუგალია და ლათინური ამერიკა.

 

მარიო ფილიპესკი  იყო  თავისი თაობის იმ რამდენიმე ტენორს შორის ერთ-ერთი , ვინც წარმატებით დაძლია ისეთი  რთულად შესასრულებელი  როლები, როგორებიცაა არნოლდოს როლი ოპერაში „უილიამ ტელი“ და  არტუროს როლი ოპერაში  „პურიტანები“.

 

1950 წელს ფილიპესკის შესრულებულ  რადამესს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „აიდა“ და   კავარადოსის პარტიას ჯაკომო პუჩინის  „ტოსკაში“  მექსიკაშიც დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.

 

მარიო ფილიპესკი 1979 წლის 25 დეკემბერს, ფლორენციაში გარდაიცვალა.


  

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია