საქველმოქმედო აქცია დვანში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-01-2014, 17:29 | კომენტარები | ნანახია - 1896

საქველმოქმედო აქცია დვანში

28 დეკემბერს, საზოგადოება  „ივერიის“ და ინტერნეტ-გამოცემა Iveria.biz -ის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

 

ერთი თვის წინათ ადგილობრივებთან  გასაუბრების შემდეგ, გაირკვა, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას გაზქურების უქონლობა წარმოადგენს.  მიუხედავად სოფელში დაწყებული გაზიფიცირებისა, აღნიშნული პრობლემის გამო  მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობდა.

 

 აქედან გამომდინარე, საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებლებმა, მოძრაობა „დაბრუნებასთან“ ერთად,  დვანში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს  გაზქურები  გადასცეს.

 

იმ ოჯახების დასახმარებლად,  ვისაც უშუალოდ შეეხო რუსული ოკუპაცია,  საზოგადოება „ივერია“ და  ინტერნეტ-გამოცემა  Iveria.biz  მადლობას  უხდის  ნინო წერეთელს, ნინო სადრაძეს, თეა მუმლაძეს, რუსუდან შოშიტაიშვილს, ნინო გედენიძეს, ირინა გეგეჭკორს, თამარ სესიაშვილს. განსაკუთრებული მადლობა კომპანია „სარაჯიშვილს“ და  შპს „ვაკეს“. 

 

საზოგადოება „ივერია“  აგრძელებს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ამისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება.

 

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს მობრძანდეთ   ”ივერიის”  ოფისში და გადმოგვცეთ  თქვენს მიერ გაღებული დახმარება -  იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები,  ტანსაცმელი თუ სხვა, რასაც ჩვენ  იმ ადამიანებს მივაწოდებთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

 

ყოველი თვის ბოლო კვირას შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ადგილზე გაეცნოთ სიტუაციას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა იქ მცხოვრებთა მიმართ.

 

შემდეგი გასვლა - სოფელი დიცი  25 იანვარი.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

„ივერია“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია