„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-01-2014, 15:35 | კომენტარები | ნანახია - 2293

„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

საზოგადოება „ივერია“ აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

დვანისა და სკრას შემდეგ, 25 იანვარს „ივერია“ საქველმოქმედო აქციას სოფელ დიცში გამართავს.

 

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს მობრძანდეთ   ”ივერიის”  ოფისში და გადმოგვცეთ  თქვენს მიერ გაღებული დახმარება -  იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები,  ტანსაცმელი თუ სხვა, რასაც ჩვენ  იმ ადამიანებს მივაწოდებთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

 

ყოველი თვის ბოლო კვირას შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ადგილზე გაეცნოთ სიტუაციას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.

 

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

„ივერია“

 

 მისამართი:   ი.აბაშიძის 81

 

TEL               5  99 28 00 50 მაია ჯორჯაძე

                      5  99 87 99 87 თიკა ნიკოლაძე

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია