აჰმად ჯამალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-01-2014, 11:36 | კულტურა | ნანახია - 1346


აჰმად ჯამალი

აჰმად ჯამალი

გიგი კუბლაშვილი


Ahmad Jamal, ნამდვილი სახელი Fritz Jones
02.07.1930, პიტსბურგი

    პიანისტი, არტ ტეიტუმმა მოუსმინა თოთხმეტი წლის ჯამალს და თქვა: "ის დიდებული გახდება!” ჯერ კიდევ ახალგაზრდა პიანისტი ფლობდა ფენომენალურ ტექნიკას და ისწრაფოდა, შეექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი. მისი აღიარებით, ყველაზე დიდი გავლენა მასზე იქონია მაილს დევისმა, რომლის დამსახურებითაც გახდა, როგორც მას კრიტიკოსები უწოდებდნენ, “მუსიკალური ეკონომიის ოსტატი”.

   

     დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო და კლასიკურ მუსიკაში ბრწყინვალე განათლება მიიღო. ოცდაერთი წლისამ ისლამი მიიღო და სახელი შეიცვალა. 1951 წელს შეკრიბა ტრიო (ფორტეპიანო, კონტრაბასი, დასარტყამი). იგი შემდგომშიც რჩებოდა ამ შემადგენლობის ერთგული. მასთან ერთად უკრავდნენ კონტრაბასისტები რიჩარდ დევისი, ისრაელ კროსბი, ჯალილ ნასერი,  

 

დრამერები ვერნელ ფურნიე, ფრენკ ჰანტი. პოპულარობა მოუტანეს 50-იანი წლების ბოლოს გამოშვებულმა ფირფიტებმა – Chamber Music Of New Jazz (1956), But Not For Me (1958), Ahmad’s Blues (1959). 60-იან წლებში ნაკლებად გამოდიოდა, გახდა პროდიუსერი და კლუბის მენეჯერი. შემდგომ ათწლეულში კი გამოუშვა მრავალი ალბომი, რომლებშიც თავი გამოავლინა, როგორც პოსტ-მეინსტრიმის ლირიკულმა პიანისტმა. 90-იან წლებში დაიწყო გასტროლებზე სიარული ევროპაში, გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზე.

მართლაც აღფრთოვანებას იწვევს 80 წელს გადაცილებული ჯამალის არაჩვეულებრივი ტექნიკა და განუმეორებელი ჟღერადობა. იგი დღესაც აქტიურად გამოდის სხვადასხვა ჯაზ-ფესტივალებზე.

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია