ქართულ-ფინური პარალელები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-01-2014, 18:25 | კომენტარები | ნანახია - 1997

ნინო გედენიძე

 

 (ნაწილი მე-3)

ქართულ-ფინური პარალელები

ფინეთი

 

 

1939 წლისათვის  საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ურთიერთობა  უკიდურესად დაიძაბა. ფინეთს ეშინოდა საბჭოთა აგრესიის,  სსრკ-ს კი იმპერიალისტური ევროპის თავდასხმის შემთხვევაში, ფინეთის ტერიტორიის მის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენების - მით უფრო, რომ დასავლეთ კარელიაზე  გამავალი სსრკ-ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან 32 კმ-ით იყო  დაშორებული.

 

ქვეყნებს შორის გაიმართა რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება. სსრკ მოითხოვდა ფინეთს  ქვეყნის სიღრმისკენ 25 კმ-ით გადაეწია სასაზღვრო ჯარი.  ფინეთი დაეთანხმა ამ მოთხოვნას ერთი პირობით -  სასაზღვრო ჯარების  საზღვრიდან დაშორება ორივე ქვეყანას უნდა განეხორციელებინა, რაც სსრკ-სათვის მიუღებელი აღმოჩნდა.  შეთანხმება  არ მოხერხდა და შესაბამისად  დაიწყო ფინეთზე თავდასხმის ოპერატიული  გეგმის განხილვა და საზღვარზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია.

თავის მხრივ, ფინეთმაც ჩაატარა სამხედრო სწავლება თავდაცვის მიზნით, დაიწყო საზღვრის გამაგრება და სამხედრო ძალების მობილიზაცია.

 

11 ოქტომბერს დაწყებულ მოლაპარაკებებზე ფინეთმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მხარდაჭერით გულმოცემულმა და დაიმედებულმა, რომ სსრკ ომს არ დაიწყებდა, გადაჭრით უარყო მისი ყველა წინადადება ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით და გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია.

 

 

საქართველო

 

1991-92 წწ-ში საქართველოს სსრკ-სგან გამოყოფამ და დამოუკიდებლობის აღდგენამ საქართველოს ავტონომიებში რუსეთის მიერ  ჩადებული პოლიტიკური ნაღმები აამოქმედა. ამას ეთნიკური კონფლიქტები და  სეპარატისტების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა, ოსეთის შემთხვევაში ჩრდილოეთ ოსეთთან  შეერთების მიზნით. მიუხედავად იმისა ,რომ ეს  დამოუკიდებელი  ერთეულები საერთაშორისო თანამეგობრობამ არ სცნო, რუსეთის მხარდაჭერით გაძლიერებული სეპარატისტები  მუდმივად ქმნიდნენ ომის ინიციაციებს  ე. წ. საზღვრებთან.

 

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრეზიდენტ სააკაშვილისა  და მისი გუნდის  მთავარ მიზნად იქცა. ამავე პერიოდიდან აშშ საქართველოს არმიას დახმარებას უწევს და ინტენსიურ წვრთნებს უტარებს.

 

 თავის მხრივ, რუსეთის ინიციატივით,  ისტორიული სამაჩაბლოს, ე.წ.  სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უმრავლესობამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ბი-ბი-სის ცნობით, ეს ციფრი მცხოვრებთა საერთო რაოდენობის( 70 000 ) ნახევარზე მეტია, მოსკოვის მტკიცებულებით ეს 90%-ია, რაც საკმარისი არგუმენტია რეგიონში რუსეთის ინტერვენციისათვის - "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.

 

ფინეთი     

 

ფინეთისათვის აღთქმული მხარდაჭერის პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა ომის შემთხვევაში, კონფლიქტში ჩაურევლობის არაოფიციალური პირობა  მისცა საბჭოთა კავშირს.

 

სსრკ-ფინეთის ომის ოფიციალურ საბაბად სახელდება  "მაინილსკის" ინციდენტი, როცა 1939 წლის 26 ნოემბერს, ვითომდა ,ფინეთის მხრიდან  გახსნილმა საარტილერიო სროლამ იმსხვერპლა 4 საბჭოთა მესაზღვრე. ამ ფაქტმა მთელი სსრკ აღაშფოთა  და ხალხის მთავრობას, რაღა თქმა უნდა,  ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

 

“С чувством глубокого возмущения узнали трудящиеся о наглой провокации финской военшины. Гнев и ненависть к подлым поджигателям войны наполнили их сердца.”

                                                                                Обуздать зарвавшихся провокаторов

                                                                                “Правда” 1939. 27. 11

 

თუმცა, ფინელმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს და ჩაიწერეს ამ სროლების ფაქტი და მიმართულება.

 

ფინეთისმთავრობისნოტა

 

“В связи с якобы имевших место нарушения границы, Финляндское  правительство в срочном  порядке произвело надлежащее расследование.  Этим расследованием  было установлено,  что пушечные выстрелы, о которых упоминает  Ваше письмоб были произведены не с Финлядской стороны, напротив - из данных расследования вытекает, что упомянутые выстрелы были произведены 26 ноября между 15 часами 45 минутами и 16 часами 5 минутами по советскому времени с советской пограничной стороны “.

 

ჩანაწერების შედარების საფუძველზე  გაირკვა, რომ გასროლა მოხდა სსრკ-ს ტერიტორიიდან.

 

თანამედროვე მკვლევარები ადასტურებენ ანალიზის შედეგებს  და თვლიან, რომ ეს  იყო პროვოკაცია საბჭოეთის მხრიდან, რომელიც განახორციელა მაშინდელმა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД).თანამედროვე რუსული წყაროები კითხვაზე, ვინ დაიწყო სსრკ–ფინეთის ომი, გადაჭრით

პასუხობენ – სსრკ–მა.

 

საქართველო

 

 

2002  წლის აგვისტოში კოალიციამ ( რუსეთი, აფხაზეთი, სამხ.ოსეთი)  დაიწყო საქართველოს ტერიტორიის საავიაციო დაბობვა, 2003-ში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტანკების შემოყვანა, 2004-ში ამავე ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობა, 2007-ში - საარტილერიო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით.

 

ამავე წელს რუსეთი გამოვიდა ევროპის საერთო ხელშეკრულებიდან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და დაიწყო სარაკეტო სროლები ქართული ტერიტორიების მიმართულებით.

 

2008 წლის აპრილში რუსეთმა დე-ფაქტო ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ამავე წლის ივლისში დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ცეცხლი გაუხსნა დამკვირვებლების  დისლოკაციის ადგილებს.

 

ეს არასრული ინფორმაციაც ნათლად ასახავს რეალობას, თუ ვინ და როგორ ემზადებოდა  რუსეთ-საქართველოს ომისათვის.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია